Aa Aa
16 თებერვალი 2023  |  11:25

2022 წელს საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 338%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 75.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე - 17.3 მილიონზე 338.1%-ით მეტია.

ზრდა კიდევ უფრო მეტია პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით და 840.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ექსპორტირებულ რაოდენობას, გასულ წელს ქვეყნიდან 5,395 ავტომობილი გავიდა, რაც თითქმის ორჯერ, 117.3%-ით მეტია 2021 წელს გატანილ 2,483 ავტომობილზე. 



ცნობისთვის, 2022-ში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა - თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, ზრდაა რაოდენობაშიც, თუმცა მხოლოდ 25%-იანი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი 63 860.

წყარო: bpn.ge

გაზიარება: