Aa Aa
9 აპრილი 2023  |  11:33

ჯონ სინა ყოველდღიურად გადაადგილებისთვის Honda Civic Type R-ს იყენებს

ჯონ სინას მექანიკური კოლოფის მქონე Honda Civic Type R-ი ძალიან უყვარს.

ჯონ სინას საქართველოში სხვადასხვა სფეროდან იცნობენ. ეს ადამიანი პროფესიონალი მებრძოლია, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავად იქცა. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ის მდიდრული ან ეგზოტიკური კლასის ავტომობილებს ყოველდღიური გადაადგილებისთვის არ იყენებს. ამ საქმისთვის ის Honda-ს საჭეს ირგებს.

ცნობილ მსახიობთან და კომიკოსთან, ენდრიუ სანტინოსთან მიწვეულ „პოდკასტში“ სინამ თქვა, რომ მას საოცარი ავტომობილების კოლექცია აქვს. მისი ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილი Lamborghini Counach-ია. თუმცა, Honda Civic Type R-ი არის ის, რომელსაც ის ყველაზე ხშირად იყენებს.

„ყოველდღიურად Civic Type R-ს ვმართავ,“ - ამბობს ის. „მანქანა ტექნოლოგიურად დახვეწილია, მექანიკური კოლოფი აქვს და გამძლეა. სავარძლები უკანაც გაქვს და შეგიძლია ხალხი ჩასხა. თანაც 233 კმ/სთ-ით გადაადგილებისას საოცარ სტაბილურობას ინარჩუნებს,“ - დაამატა ვარსკვლავმა.

შედარებისთვის მან თქვა ისიც, რომ Countach-ის მსგავსი ავტომობილის ფლობა დღეს ნამდვილი გამოწვევაა. „ქუროს ხმარება ძაღლთან ჩხუბს ჰგავს. ასევე, იშვიათად თუ ნახავთ ამ ავტომობილს გამართულს. სულ სახელოსნოში მიწევს მიყვანა. ზეთი მუდმივად საიდანღაც გასდის,“ - თქვა მან.

გეტყვით იმასაც, რომ სინა Honda-ს გამხმოვანებელიცაა. სწორედ ამიტომ, მისი ასეთი არჩევანი არ უნდა გაგვიკვირდეს. მას თავისი Type R-ის სურათები სოციალურ ქსელებში არ გაუვრცელებია, თუმცა გადაცემაში ის ამბობს, რომ მისი Civic-ი 2020 წლის გამოშვებაა.

გაზიარება: