Aa Aa
21 აპრილი 2023  |  13:08

2023 წლის Honda Civic Type R-მა Nurburgring-ის რეკორდი მოხსნა

Honda-ს თქმით, ეს ყველაზე სწრაფი წინა წამყვანი მანქანაა, რომელიც ცნობილ ტრეკზე ოდესმე გამოსულა.

2023 წლის Honda Civic Type R-მა Nurburgring-ის წრე 7 წუთსა და 44.881 წამში დაფარა. Honda-მ ახალი რეკორდი 20.832-კილომეტრიან წრეზე დაამყარა. „ნორდშლაიფეს“ ტრეკის მასშტაბებში გათვითცნობიერებულ ადამიანებს ეს მანძილი, სავარაუდოდ, ეუცხვებოდათ. ზუსტად ამიტომ, ეს ყოველივე განმარტებას საჭიროებს.

2019 წელს ტრეკის ხელმძღვანელებმა ახალი წესი შეიმუშავეს და ტრეკის მანძილი 20.600 კმ-დან 20.832-მდე გაზარდეს. წინა თაობის Type R-მა წრე ძველი წესების დაცვით დაფარა. 2023 წლის მოდელმა კი დრო „ახალ“ გზაზე დააფიქსირა.

„წინა თაობის Civic Type R-ის ტესტირებიდან 6 წლის შემდეგ ახალი რეკორდი დავდეთ. ეს 2023 წლის Type R-ის დახვეწის შედეგია,“ - თქვა ჰიდეკი კაკინუმამ, ავტომობილის პროექტის ლიდერმა.

2023 წლის Type R-მა „მწვანე ჯოჯოხეთი“ Michelin Pilot Sport Cup 2 Connect-ის საბურავებით დაფარა. კომპანიის აცხადებს, რომ ამ საბურავების შეძენას მსურველები დილერებთან შეძლებენ. Type R-ის სტანდარტული საბურავები კი Michelin Pilot Sport 4 S-ია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი Type R-ის ვიზუალი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ძალოვან აგრეგატთან დაკავშირებით დიდი გაუმჯობესება არ გვაქვს. K20C1 ძრავა 315 ცხენის ძალასა და 420 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს წინა თაობის მოდელთან შედარებით 9 ცხენის ძალითა და 20 ნიუტონით მეტია. სიმძლავრეს 6 სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი ანაწილებს.

ახალ Type R-ს წინა წამყვან ავტომობილებში რეკორდი „სუზუკას“ ტრეკზეც აქვს დამყარებული. მოდელმა იაპონური სარბოლო ტრეკი 2 წუთსა და 23.120 დაფარა. მან FK8-ს დრო გააუმჯობესა, რომელსაც იმავე მანძილის დასაფარად 2 წუთი და 23.933 წამი დასჭირდა.

2023 წლის Honda Civic Type R-ის გაყიდვები გასულ წელს დაიწყო. საწყისი ფასი 43 990$ გახლავთ.

გაზიარება: