Aa Aa
24 მაისი 2023  |  11:16

პოლ უოკერის მიერ გადაკეთებული Nissan GTR-ი 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ამ Nissan Skyline GT-R-ის მოდიფიცირებაზე პოლ უოკერმა იმუშავა.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ 2000 წელს გამოშვებული Nissan Skyline R34 GT-R-ის შესახებ მოგიყევით, რომელიც Fast & Furious 4-ში მონაწილეობდა. ამ ავტომობილს პოლ უოკერი მართავდა. ცხადია, რომ ასეთი ისტორიის მქონე ავტომობილი კოლოსალურად შეფასდებოდა. თუმცა, აუქციონის ასე დასრულებას არავინ ელოდა.

5 მაისს Bonham-ის აუქციონზე ლურჯი Skyline GT-R-ი 1.4 მილიონ დოლარად შეფასდა. იცით ეს რას ნიშნავს? საქმე რეკორდულ მაჩვენებელთან გვაქვს. ეს გასაოცარი იმის გათვალისწინებითაც არის, რომ ავტომობილი, რეალურად, Nismo-ს მიერ გამოშვებული იშვიათი ვერსიაც არ არის (მაგალითად Z-Tune). ეს მანქანა „აფტერმარკეტ“ ნაწილებით არის მოდიფიცირებული.



ამ ავტომობილს განსაკუთრებული ისტორია აქვს. რატომ? Universal Film Studios-მა პოლ უოკერს „სქაის“ მოდიფიცირებისთვის სრული თავისუფლება მისცა. ამ პროცესში შეიცვალა გაგრილების, სამუხრუჭე და გამშვები სისტემები. მიუხედავად იმისა, რომ დინამომეტრის ტესტის ოფიციალური მონაცემი არ გვაქვს, აუქციონის სახლის განცხადებიდან ვიგებთ, რომ მანქანას 550 ცხენის ძალა აქვს.

ეს ყველაფერი არ არის. ეს „ჯი თი არი“ აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ ჩამოწერილი გახლდათ. ისინი მანქანის იმპორტიორ კომპანიას, Kaizo Industries-ის, ქვეყანაში მანქანის შეყვანას ედავებოდნენ. Kaizo-მ აშშ-ში მხოლოდ ამ მანქანის კორპუსი გაგზავნა. შემდეგ ავტომობილში RB26 განათავსეს და მთლიან პროექტს მანქანის სტატუსი შეუცვალეს.




მთელი რიგი პროცესების შემდეგ მანქანა განადგურებას გადაურჩა და როგორღაც გერმანიაში აღმოჩნდა. იქ მანქანას, როგორც მუზეუმის ექსპონატს ისე ეპყრობოდნენ. ახლა კი ეს ლეგენდარული მოდელი რეკორდულ ფასად გაიყიდა.

„ეს გასაოცარი შედეგია, რასაც ასეთი საკულტო ავტომობილი ნამდვილად იმსახურებდა“, - აცხადებს აუქციონის სახლის აღმასრულებელი დირექტორი. „ეს თანამედროვე საავტომობილო კინოისტორიის ნაწილია“, - დაამატა მან.

თქვენ როგორ შეაფასებდით აუქციონის შედეგს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: