Aa Aa
2 ივნისი 2023  |  11:45

Corvette-ი საავტომობილო შეკრებაზე მაყურებლებში შევარდა

სამწუხაროდ, გაურკვეველია დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვვევის შედეგად.

აშშ-ში ერთ-ერთ საავტომობილო სეკრებაზე დახიფათო ინციდენტი მოხდა. C6 თაობის „კორვეტმა“ სანახაობრივად მართვის დროს კონტროლი დაკარგა და მაყურებლებში შევარდა.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. კადრებში ჩანს, რომ თავზეხელაღებული მძღოლები მოედანზე „დონატების“ შესრულებით არიან დაკავებული. ამ სანახაობას კი ასობით ადამიანი ესწრება.

უცებ მუქი ლურჯი Corvette-ი კონტროლს კარგავს და მაყურებლებს კუდით უახლოვდება. სამწუხაროდ, მძღოლმა მანქანის დამორჩილება ვერ შეძლო და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.

აღსანიშნია, რომ მაყურებელთათვის უსაფრთხო ზონა საბურავების უკან იყო მოწყობილი. თუმცა, რამდენიმე „ჭკვიანმა" დამკვირვებელმა ეს უგულებელყო და მოედანზე შევიდა. შედეგი კი სახეზეა. უნდა ითქვას ისიც, რომ ბარიერს არანაირი სტრუქტურილი მთლიანობა არ ჰქონია. ეს კი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე მიუთითებს.

ყველაზე დიდი დარტყმა შავმაისურიანმა ადამიანმა მიიღო. აშკარაა, რომ ადგომის შემდეგ ის ფეხს იტკიებდა. ასევე, დაშავდებოდა კიდევ რამდენიმე მაყურებელი. ერთ-ერთი „კორვეტის“ უკანა შუშასაც დაეცა და ჩაამტვრია.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის დამნაშავე ამ ავარიაში? მაყურებლები, ღონისძიების ორგანიზატორები თუ მძღოლი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: