Aa Aa
20 ივნისი 2023  |  10:04

Toyota Supra-ს გამჭვირვალე თვლები დაუყენეს

შუშის თვლები სინამდვილეში აკრილისგან ან პოლიკარბონატისგანაა გაკეთებული.

სოციალური მედიის ერაში ინტერნეტში ბევრ უცნაურ გამოწვევას გადააწყდებით. გინახავთ Toyota Supra Mk4, რომელიც შუშის თვლებზე დადის? ეს არც აზრიანია და არც პრაქტიკული. მეტიც, პირდაპირ ყვირის, რომ მხოლოდ ინტერნეტის ყურადღების მიპყრობა უნდა.

მთავარი კითხვა ისაა, დაიმტვრევა თვლები თუ გაუძლებს Supra-ს ძალას. საბედნიეროდ, არც შუშა ზიანდება და არც ავტომობილი. რა თქმა უნდა, სანამ მფლობელს თავში ახალი გიჟური ექსპერიმენტი არ მოუვა.

ეს ვიდეო Tiktok-ზე დაიდო და შემდეგ ვირუსულად გავრცელდა. Supra-ს მფლობელი ამტკიცებს, რომ თვლები შუშისაა. თუმცა, ეს ნედლეული სინამდვილეში აკრილი ან პოლიკარბონატი უნდა იყოს, რომელიც პლასტმასზე გამჭვირვალეა.

გასაკვირი არაა, რომ დაბალ სიჩქარეზეც კი, Toyota მოჭიდებას კარგავს. საბურავების გარეშე Supra მოციგურავესავითაა.

ასეთი ვიდეოები ყურადღებას ყოველთვის იპყრობს, ბევრ ნახვას აგროვებს და განხილვასაც იწვევს. ამ შემთხვევაშიც Supra-მ თავისი როლი შესანიშნავად შეასრულა. ახლა კი, თუ შეიძლება, მოხსენით შუშის თვლები!

გაზიარება: