Aa Aa
22 ივნისი 2023  |  12:06

ეს Mercedes-AMG G63 ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა

Pit26-ის მაღალი წარმადობის მქონე პიკაპს სპეციალურად დამზადებული სატვირთო განყოფილება, ექვსციფრიანი ფასი და 38-დუიმიანი საბურავები აქვს.

Pit26-ი „ტუნინგ“ ატელიეა, რომელიც გიჟურ გარდასახვებს გვთავაზობს. ახლახან კომპანიამ თავისი ახალი ნაწარმი გამოაგორა, რომელიც ნებისმიერი ექსპედიციისთვის არის მზად. ეს Mercedes-AMG G63 პიკაპია.

„საუკეთესო ავტომობილი უგზოობისთვის“ - ასე აფასებენ კომპანიაში ამ Benz-ს. ეს მანქანა გადააკეთეს მომხმარებლისთვის, რომელიც სახლგარეთ ცხოვრებაზეა შეყვარებული. სამწუხაროდ, ბევრი დეტალი არ არის ცნობილი. თუმცა, ვიცით, რომ თვლებს შორის მანძილი 508 მმ-ით არის დაგრძელებული. უკანა მხარეს კი სპეციალურად დამზადებული სატვირთო განყოფილება ამშვენებს.



ეს უკანასკნელი Line-X-ის სატვირთო ზედაპირს, Pro Eagle-ის თვითამწევ მოწყობილობას და ველოსიპედის ორ სამაგრს მოიცავს. ასევე, სახურავზე შესაძლებელია დამატებითი საბარგულების განთავსებაც.

საექსპედიციოდ მანქანას სახურავზე სპეციალურად დამზადებული კარკასი აქვს, რომელზეც დამატებითი საბარგულების გარდა, ikamper-ის სახურავის კარვის გაშლაც არის შესაძლებელი.



G63 დამატებით უფრო ძლიერი ბამპერებით არის აღჭურვილი. წინა ბამპერზე ინტეგრირებულია ჯალამბარი. გამშვები სისტემა Magnaflow-ს ფირმისაა. მოდელს დამატებით უფრო განიერი ფრთებიც აქვს.

Pit26 უგზოობისთვის საჭირო გაუმჯობესებებზე არ საუბრობს. მცირე დეტალებიდან, რაც ვიცით ისაა, რომ მანქანა Bilstein-ის ამორტიზატორებზე, 18-იან Innov8 სარბოლო დისკებზე და 38 დუიმიან საბურავებზე დგას. ინტერიერი კი სრულად ქარხნულია.



კომპანია აცხადებს, რომ მათ მიერ გადაკეთებული მოდელების ფასი 385 000$-დან იწყება და მსურველების ფანტაზიის საზღვრებამდე გრძელდება.

ღირს ეს ავტომობილი 385 000$ ან მეტი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: