Aa Aa
26 ივნისი 2023  |  09:20

Toyota 2035 წლიდან ევროპაში მხოლოდ ელექტრო ავტომობილების გასაყიდად მზადაა

იაპონური ავტომწარმოებელი იძულებულია, რომ მთელი ევროპის ხაზი ელექტრიფიცირებული იყოს.

ბოლო დროს Toyota ელექტრიფიკაციისკენ კიდევ უფრო სწრაფად მიიწევს. მიზანი უახლოეს მომავალში მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლაა. ასევე, ბრენდი ახალი თაობის ბატარეების გაყიდვას აპირებს, რომელიც 1448 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა.

იაპონური ავტომწარმოებელი შემდეგ ათწლეულში ჰიბრიდებს, ფლაგ ინ ჰიბრიდებს და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებს ისევ გაყიდის. 2030 წლისთვის ბრენდი ყოველწლიურად 1.7 მილიონ ელექტრო ავტომობილს უნდა უშვებდეს. 3.5 მილიონი ავტომობილი კი შიგაწვის ძრავის მქონე და წყალბადზე მომუშავე უნდა იყოს. თუმცა, 2035 წლიდან, ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, შიგაწვის ძრავიანი მოდელების გაყიდვა იკრძალება. 2025 წლიდან ევროპაში გაყიდული ყველა ავტომობილი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე უნდა იყოს.

კომპანიის  მთავარი საოპერაციო დირექტორის მეტ ჰარისონის თქმით, 2030 წლისთვის, ავტომწარმოებლებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები, 2021 წელთან შედარებით, 55%-ით უნდა ჰქონდეთ შემცირებული. მისი თქმით, ბრენდი ამისთვის მზადაა.

ახალ კანონთან მორგება კი მხოლოდ Toyota-ს არ მოუწევს. ევროკავშირის ბაზარზე დასარჩენად, ყველა ავტომწარმოებელმა მხოლოდ ელექტრო ავტომობილები უნდა გაყიდოს.

გაზიარება: