Aa Aa
30 ივნისი 2023  |  12:03

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ახალი ავტომობილების რეიტინგი

მსოფლიოს მასშტაბით ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება, თუმცა მიმდინარე წელს ყველაზე გაყიდვადი ახალი ავტომობილების სათავეში პირველად აღმოჩნდა ელექტრომობილი, კერძოდ, Tesla Model Y.

საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ 267,200 ერთეული Model Y გაიყიდა, აქედან ყველაზე დიდი ბაზრის წილი ჩინეთზე მოდის, სადაც 94,469 ელექტრომობილია გაყიდული; აშშ-ზე 83,664 ერთეული მოდის; ხოლო ევროკავშირის მასშტაბით 71,114 ელექტრომობილი გაიყიდა.

Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა პირდაპირ კავშირშია ფასების შემცირებასთან, ერთწლიან პერიოდში Tesla-ს ელექტრომობილების ფასები დაახლოებით 10,000 დოლარითაა შემცირებული, რაც საკმაოდ დიდი ფასდაკლებაა. ანალიტიკოსების შეფასებით, Model Y-ის ასეთი პოპულარობა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომი და დახვეწილი საშუალო ზომის ქროსოვერია, Tesla-ს ფლაგმანურ მოდელებთან შედარებით კი ის თითქმის ორჯერ იაფი ღირს.

რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების სია ასე გამოიყურება (2023 Q1):

1. Tesla Model Y – 267,200
2. Toyota Corolla – 256,400
3. Toyota Hilux – 214,700
4. Toyota RAV4 – 211,000
5. Toyota Camry – 166,200

წყარო: BM.ge

გაზიარება: