Aa Aa
15 ივლისი 2023  |  10:07

McLaren Solus GT-ს ბოლიდის ხმა აქვს და Goodwood-ის აღმართს ატერორებს

ავტომობილს Formula 1-ის ტექნოლოგია აქვს და V10 ბოლიდის ხმას გამოსცემს.

McLaren-ი 60 წლის იუბილეს Goodwood Festival of Speed-ზე Solus GT-ისა და 750S-ის დებიუტით აღნიშნავს.ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელია. 750S-ი 720S-ის განახლებული და გაძლიერებული ვერსიაა. Solus GT-ი კი სრულად განსხვავებული ცხოველია. მისი კონცეფცია სრულად ახალია.

ეს შეზღუდული რაოდენობით წარმოებული, მხოლოდ ტრეკისთვის განკუთვნილი სპორტული მანქანა McLaren Ultimate Series-ის მეექვსე წევრია. ის McLaren F1-ს, McLaren P1-ს, McLaren Senna-ს, McLaren Speedtail-სა და McLaren Elva-ს შეუერთდა. მანქანა სულ რაღაც 1 000 კგ-ს იწონის და 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული, 829-ცხენისძალიანი V10 ძრავით არის აღჭურვილი. 

სწორედ ამ აგრეგატის დამსახურებაა, რომ Solus GT არაამქვეყნიურ ხმას გამოსცემს. მოდელი Formula 1-ის ტექნოლოგიას იყენებს და ისეთ ხმა აქვს, როგორიც Forumla-ს ბოლიდებს V10-ის ეპოქაში ჰქონდათ. McLaren-ი ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების ეპოქაში V10-ის შექმნისთვის აღიარებას იმსახურებს. თანაც ეს V10 ატმოსფერულია!

მათთვის ვინც არ იცის დავწერთ, რომ Goodwood-ის საავტომობილო ფესტივალი ყოველ წელს ტარდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავტომობილო ფესტივალი მსოფლიოში. ისტორიული და თანამედროვე ავტომობილები 1.8-კილომეტრიან აღმართს სარბოლო რეჟიმში ფარავენ. ზუსტად ეს გზა გაიარა Solus GT-მაც. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს რაკეტა 0-დან 100-მდე 2.5 წამში ჩქარდება.

სამწუხაროდ, McLaren-ი თავისი ახალი მოდელების ფასისა და წარმოების შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს.

გაზიარება: