Aa Aa
22 ივლისი 2023  |  13:07

ეს დაბალგარბენიანი 2005 წლის Acura NSX-ი ნამდვილი სრულყოფილებაა

ეს Acura NSX-T ერთ-ერთია იმ 249 მოდელიდან, რომელიც აშშ-სთვის წარმოების ბოლო წელს გამოვიდა.

მომავალ თვეში აუქციონებზე 2005 წლის Acura NSX-T გამოჩნდება. ეს ავტომობილი ამერიკის ბაზრისთვის, NSX-ის წარმოების ბოლო წელს არის გამოშვებული. მოდელის სავარაუდო ღირებულება 275 000$ იქნება.

Honda-ს მიერ შექმნილი თითოეული NSX-ი განსაკუთრებულია, მაგრამ ეს კონკრეტული ეგზემპლარი უფრო გამორჩეულია. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი ბოლო წელს აშშ-ს ბაზრისთვის გამოშვებული 249 ეგზემპლარიდან პირველია. მფლობელი კი მას წლების განმავლობაში ისეთ ფარეხში ინახავდა, სადაც ტემპერატურა კონტროლდებოდა. შეძენიდან დღემდე მანქანას ერთი მფლობელი ჰყავდა. 




როგორც აუქციონის სახლის განცხადებიდან ვიგებთ, ამ NSX-ის ოდომეტრზე 8 228 კილომეტრია გამოსახული. მოდელი ულამაზეს ფერში, Long Beach Blue Pearl-შია შეღებილი და ორიგინალ 7-ქიმიან დისკებზე დგას. ექსტერიერი წუნდაუდებელ მდგომარეობაშია.

დაბალი გარბენი ეტყობა ინტერიერსაც. სალონი ახალივითაა. ტყავი და სხვა დეტალები იდეალურად გამოიყურება. ცვეთა არც ერთ ნაწილს აღენიშნება. 




განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ წლების განმავლობაში ავტომობილს ყველა საჭირო სერვისი უტარდებოდა. ბოლო სერვისი 2022 წლის ოქტომბრით თარიღდება, რომლის ღირებულებაც 4 500$ გახლდათ.

როგორ ფიქრობთ, რა ფასად გაიყიდება ეს სრულყოფილი Acura NSX-ი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: