Aa Aa
1 აპრილი 2024  |  16:47

კაცი Toyota FJ Cruiser-იდან ექსტრემალური მართვის დროს გადმოვარდა

მძღოლი გადარჩა, თუმცა მანქანა? არც ისე.

პირველი აპრილის ხუმრობის გამო, ყველაფრის მიმართ, რაც ამ დღეს ქვეყნდება, სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილები. თუმცა, ვიდეო, რომელიც ქვემოთ არის მიბმული მართლაც რთული საყურებელია. ეს ყოველივე შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო. კადრები ქუვეითის სანაპიროზეა გადაღებული.

ვიდეოს ნახვის შემდეგ თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მძღოლს ღვედები არ ეკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჰაერში მბრუნავი მანქანიდან უბრალოდ არ გადმოვარდებოდა. საბედნიეროდ, მიწაზე დაცემის შემდეგ მას გადაადგილება საკუთარი ძალებით შეუძლია. ძალიან, ძალიან, ძალიან გაუმართლა! ხშირად, როდესაც ასეთი ავარიები ხდება, ავტომობილიდან გადმოვარდნილ ადამიანებს მანქანა პირდაპირ ეცემათ. არშემდგარი ტომ კრუზი კი ჩვეულებრივად ადგა და ნაპირისკენ ოდნავ კოჭლობით გაემართა. 

აშკარაა, რომ ეს ადამიანი თავისი უნარების დემონსტრირებას ცდილობდა. სხვაგვარად, მისი მეგობრები კამერით არ ჩაუსაფრდებოდნენ.

მეორეს მხრივ, ბევრი ენთუზიასტისთვის საყვარელი FJ Cruiser-ი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ ავარიის გარდა, სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, მანქანა ზღვამ შეითრია და ჩაიძირა.

იმედია, ქუვეითელი ტომ კრუზი ამ შეცდომაზე ისწავლის. შესაძლოა შემდეგში მას ბედმა აღარ გაუღიმოს. ჩვენ კი ისღა დაგვჩენია რომ სხვების შეცდომებზე ვისწავლოთ. 

გაზიარება: