Aa Aa
16 აპრილი 2024  |  17:26

1992 წლის Acura NSX 30 წლის შემდეგ გამოჩნდა

NSX 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავტოფარეხში ინახებოდა და ახლა, საბოლოოდ მზადაა სამყაროში დასაბრუნებლად.

Acura NSX-ი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ავტოფარეხში იმყოფებოდა, მალე სამყაროს დაუბრუნდება. მისი შეკეთებისა და გაწმენდის პროცესი კი, ნამდვილად სასიამოვნო საყურებელი იქნება. და თუ თან მანქანების ენთუზიასტი ხართ და არც ფინანსურად გიჭირთ, შესაძლოა 1992 წლის Acura NSX-ი მალე თქვენ საკუთრებაშიც აღმოჩნდეს.

ისტორია 1991 წელს პენსილვანიაში დაიწყო, როდესაც Acura-ს ერთ-ერთმა მოყვარულმა საკუთარი თავისთვის საჩუქრად NSX-ის ყიდვა გადაწყვიტა. თუმცა, გეგმიური სერვისის დროს მექანიკოსმა მას ავტომობილი დაუმტვრია.



ავარიის შემდეგ ავტომობილი უბრალოდ გადასაგდები იყო. დილერმა შეკეთებას არჩია ახალი ეყიდა და არჩევანი ახლა უკვე 1992 წლის თეთრ Acura NSX-ზე შეაჩერა. ეს სწორედ ის მანქანაა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. ვნებათაღელვის დასრულების შემდეგ, მფლობელმა ახალი ავტომობილის დაზღვევა გადაწყვიტა, თუმცა, როდესაც სააგენტოში დარეკა გაიგო, რომ მისი ავტომობილის იშვიათობიდან გამომდინარე, მანქანაზე ფასები ძალიან სწრაფად იზრდებოდა.

საბოლოოდ მან დაზღვევის პოლისი გააუქმებინა და მოდელი ავტოფარეხში გააჩერა. ამ დროს, ავტომობილს მხოლოდ 3,200 კმ ჰქონდა გავლილი. Acura NSX-ი მივიწყებული იყო მანამ, სანამ ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა ჯო ფელერმა არ შეამჩნია და მის შესახებ ინფორმაცია არ გამოჰკითხა. 

ახლა კი, როდესაც მეგობრისგან მისი რეალური ფასი შეიტყო, მფლობელმა მისი გაყიდვის გადაწყვეტილებაც საბოლოოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ NSX მტვრითაა დაფარული და არც ინტერიერი გამოიყურება სრულყოფილად, 30 წლის განმავლობაში გამთბარ ავტოფარეხში ინახებოდა და კვლავ კარგ მდგომარეობაშია.  

გავრცელებული ინფორმაციით, მფლობელი მანქანას დეტალური რეცხვისთვის AMMO NYC-ის გადასცემს, შესაბამისად, შეგიძლიათ მისი გასუფთავების ვიდეოსაც დაელოდოთ. ჯერ უცნობია, თუ რა მდგომარეობაშია ავტომობილის ძრავა, თუმცა, მისი მთავარი ღირსება მაინც უნიკალურობაა. მაგალითად, ავტომობილს ჯერ კიდევ აქვს Yokohama-ს ორიგინალი საბურავები.

გაუხსნელია ავტომობილის წიგნაკიც, მათ შორის მანქანის საბუთები და მისი ბროშურები. ამან კი, კიდევ უფრო გაზარდა მანქანის ღირებულება. მფლობელი და მისი მეგობარი ფერერი, რომელსაც ახლა ბროკერის როლი აქვს შეთავსებული, ავტომობილის გაყიდვიდან 6-ციფრიანი თანხის მიღებას ელოდებიან.

 

გაზიარება: