Aa Aa
19 აპრილი 2024  |  17:47

Bugatti-იმ ავეჯის ახალი კოლექცია წარადგინა

იტალიაში Bugatti-იმ პროდუქციის ახალი ხაზი წარადგინა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ავტომობილებთან. როგორც ჩანს, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა ჩვენი ავტოფარეხებიდან ახლა უკვე სახლშიც გადმოინაცვლოს და ავეჯის უახლესი კოლექცია გამოუშვა.

Bugatti-ის მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათი სახლიც ისეთივე ელეგანტური გახადონ, როგორიც მათი ავტომობილებია. იტალიაში Bugatti Home-ის კოლექციის დამზადებასა და დისტრიბუციას Luxury Living Group-ი ხელმძღვანელობს. ავტომწარმოებლის ავეჯის კოლექცია მილანში, Palazzo Chiesa-შია გამოფენილი. პროდუქციის ხაზი მოიცავს დივნებს, სასადილო მაგიდებს, სამუშაო მაგიდებსა და სხვა ნივთებს.

კოლექციის მთავარი ხიბლი ალბათ Type_3 დივანია, Bugatti Blue ფერში გადაწყვეტილი. და თუ ფინანსები ხელს გიწყობთ, ფრანგული მარკა სავარძლებსა და ოსმალური ტიპის დივნებსაც მოგყიდით. გამორჩეული დიზაინი აქვს Type_1 დივანსაც, რომლის საზურგეები Bugatti-ის ცნობილი ნალიც ფორმის სტილის ხაზითაა შთაგონებული. იმავე სტილშია შესრულებული Type_7 მაგიდა, რომელსაც საოფისე სივრცეში Bugatti-ის ელეგანტურობა შემოაქვს.

Bugatti-ის უახლესი ავეჯის ხაზი ასევე მოიცავს დიდ სასადილო მაგდასა და სკამებს, რომლებიც მსუბუქი ნახშირბადის ბოჭკოებისგან არის დამზადებული. რა ეღირება Bugatti-ის სახლის ავეჯის კოლექცია ჯერ უცნობია, თუმცა, ავტომობილებიდან გამომდინარე, ალბათ, შედარებით ძვირ ფასებს უნდა ველოდოთ.



Bugatti Home-ის კოლექციაში წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის პროდუქციას შევხვედრივართ. მათ შორის დივნებს, სავარძლებს, მაგიდებსა და ნათურებს. ძირითად შემთხვევებში პროდუქცია ფრანგული მარკის საკულტო ავტომობილებითაა შთაგონებული.

გაზიარება: