ავტოსპორტი, ფორმულა 1, მაკლარენი, კორონავირუსის პანდემია, ავსტრალიის გრანპრი
Aa
Aa

„მაკლარენის“ გუნდის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა: ავსტრალიის გრან პრი გაუქმებულია

კორონავირუსის გამო, ფორმულა 1-ს 2020 წლის სეზონის გამხსნელი ავსტრალიის გრან პრი ოფიციალურად გაუქმდა.

„მაკლარენის“ გუნდი რბოლას უკვე გამოთიშული იყო. გუნდის ერთ-ერთ სპეციალისტს კორონავირუსი დაუდგინდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ, თუ იზოლირებულ პირებს შორის Covid-19-ის ტესტი დადებით შედეგს აჩვენებდა, ავსტრალიის გრან პრი გაუქმდებოდა.

გაუქმებას „მერსედესის“ გუნდიც ითხოვდა. გუნდის 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი პილოტი ლუის ჰამილტონი ამბობდა, რომ „შოკირებული“ იყო იმ ფაქტით, რომ რბოლის ჩატარებას აპირებდნენ.

FIA-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„მას შემდეგ, რაც „მაკლარენის“ გუნდის წევს კორონავირუსი დაუდასტურდა და გუნდმა ასტრალიის გრან პრიში მონაწილეობის არ მიღება გადაწყვიტა, ფორმულა 1-მა და FIA-მ ხუთშაბათ საღამოს დანარჩენი 9 გუნდის ხელმძღვანელებთან შეხვედრა ჩაატარა. დისკუსიის დროს გუნდების უმეტესობა გაუქმებას უჭერდა მხარს. ფორმულა 1-მა და FIA-მ „ავსტრალიის გრან პრი კორპორაციის“ მხარდაჭერით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა აქტივობა, რაც ავსტრალიის გრან პრის ფარგლებში იყო დაგეგმილი, გაუქმდება.

ჩვენ გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებით ათასობით გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩება. ბილეთში გადახდილი თანხა ყველას უკან დაუბრუნდება."

ჩინეთის გრან პრი, რომელიც აპრილში უნდა ჩატარებულიყო, უკვე გაუქმებული იყო. ბაჰრეინის გრან პრი კი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ასევე, ქვეყანაში მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, ვიეტნამის გრან პრის ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები