ავტოსპორტი, ფორმულა 1, კორონავირუსის პანდემია, ბაჰრეინის გრანპრი, ვიეტნამის გრანპრი
Aa
Aa

კორონავირუსი არ ცხრება: ბაჰრეინის და ვიეტნამის გრან პრი გადაიდო

მას შემდეგ, რაც „მაკლარენის“ გუნდის ერთ-ერთ სპეციალისტს კორონავირუსი დაუდგინდა, ავსტრალიის გრან პრი ოფიციალურად გაუქმდა. თუმცა, კორონავირუსის გამო შეწყვეტილი დაგეგმილი ღონისძიებების სია სულ უფრო ვრცელი ხდება.

სეზონის გამხსნელი რბოლის გაუქმების შემდეგ, ფორმულა 1-მა დაადასტურა, რომ ბაჰრეინის და ვიეტნამის რბოლებიც უცნობი ვადით გადაიდო. მათი განცხადებით, დააკვირდებიან, როდის გამოსწორდება სიტუაცია და შესაძლო თარიღებიც მხოლოდ ამის მიხედვით დაიგეგმება.  

ბაჰრეინის გრან პრი  20-23 მარტს უნდა გამართულიყო. ცნობილი გახდა, რომ ბაჰრეინის გრან პრი მაყურებლის გარეშე ჩატარდებოდა, თუმცა, საბოლოოდ გაუქმდა. ვიეტნამის გრან პრის ჩატარების საკითხს (3-5 მარტი) კი პასუხი გაეცა - ბაჰრეინის მსგავსად, ისიც არ ჩატარდება.

„COVID-19-ით გამოწვეული სიტუაცია გლობალურად საკმაოდ მძიმეა. ამიტომ თარიღების დასახელება გაგვიჭირდება. დავაკვირდებით მდგომარეობას და გადაწყვეტილებას ასე მივიღებთ“. - ამბობს ფორმულა 1-ს აღმასრულებელი დირექტორი ჩეიზ ქერი.

ამ სამი რბოლის გაუქმება გულისხმობს, რომ  სეზონი ჰოლანდიის გრან პრითი მაისში გაიხსნება, თუმცა FIA კორონავირუსის გავრცელებაზე მონიტორინგს კვლავ გააგრძელებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები