ბიემვი, ბიემვი, მერსედეს-ბენცი, მიუნხენის ავტოშოუ
Aa
Aa

Mercedes-ის ხელმძღვანელმა BMW-ის ძრავების გამოყენებაზე ისაუბრა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Mercedes-Benz-ი, სამომავლოდ, თავის ავტომობილებში გერმანული კონკურენტის, BMW-ის ძრავების გამოყენებას გეგმავდა. Manager Magazin-ის თანახმად, ბრენდი BMW-სთან მოლაპარაკებებს 2027 წლის საწარმოო ხაზისთვის, 4-ცილინდრიანი ძრავების შესასყიდად აწარმოებდა.

ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა, თუმცა ახლა, კომენტარი Mercedes-ის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა გააკეთა და „ჭორებსაც“ უპასუხა. მარკუს შეფერის განცხადებით, მათი კომპანია კონკურენტი ავტომწარმოებლისგან ძრავების შეძენას და თავის მანქანებში გამოყენებას არც განიხილავს.

მიუნხენის IAA-ზე შეფერის მიერ გაკეთებული განცხადებით, ეს მხოლოდ ჭორი იყო: „ეს ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მოდულური ძრავების საკუთარი ხაზი შევიმუშავეთ, რომელიც რეგულაციებს სრულად ერგება“.

ამ განცხადების შემდეგ კი, შეფერმა საზოგადოებას ბევრად კარგი სიახლეც გაუზიარა და V12 და ასევე V8 ძრავების წარმოების გაგრძელება დააანონსა. ამავდროულად, Mercedes-ი კვლავ მუშაობს ელექტროაგრეგატების წარმოებაზე. ხოლო გერმანელები მყარი მდგომარეობის აკუმულატორების შექმნაშიც პიონერები არიან.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Mercedes-ი ძრავებს მთავარი კონკურენტისგან, BMW-სგან შეიძენს?
Mercedes-ი ძრავებს მთავარი კონკურენტისგან, BMW-სგან შეიძენს?