ილონს Tesla-ში $158 მილიარდის კომპენსცია დაუმტკიცეს | თუმცა სახლში ცენტიც არ წაუღია
თავად ავტომწარმოებელთა ფინანსური შედეგების მიუხედავად, გასულ წელს კომპანიის აღმასრულებელთა ანაზღაურება მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, წესით, ვერცერთი მათგანი შეედრება ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის კომპენსაციას, რომლის შესახებაც, რეალურად, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზეა — რადგან ილონს რეალურად ჯერ ცენტიც არ აუღია.

ასევე იხილეთ: ვინ რამდენს გამოიმუშავებს? | ავტოინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელები
მარეგულირებელ ორგანოში Tesla-მ ანგარიში მას შემდეგ წარადგინა, რაც კომპანიის აქციონერებმა ილონისთვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის ანაზღაურების პაკეტი დაამტკიცეს, თუმცა მკაცრი პირობებით. მათ შორის, ანაზღაურების მისაღებად, Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ მომდევნო ათწლეულში 8.5 ტრილიონ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს და მნიშვნელოვნად გაიზარდოს ელექტრომობილების წლიური მიწოდებაც.
ამავე დოკუმენტში კი აუცილებელი გახდა რამდენიმე დეტალისა და რიცხვის დაზუსტება. რა თქმა უნდა, ილონის ანაზღაურებისაც, რომლის წლიურ კომპენსაციადაც $158 მილიარდი განისაზღვრა — ეს დაახლოებით 3.3-ჯერ მეტია Ford-ის საბაზრო კაპიტალიზაციაზე, რომელიც 2026 წლის მაისის მონაცემებით $47.65 მილიარდს შეადგენდა.

ასევე შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი თითქმის 392-ჯერ აღემატება Rivian-ის აღმასრულებელი დირექტორის, არჯეი სკერინგის ($403 მილიონი) და 5,745-ჯერ Ford-ის ხელმძღვანელის, ჯიმ ფარლის ($27.5 მილიონი) წლიურ ანაზღაურებას.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
თუმცა, როგორც გითხარით, ამ თანხიდან მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ჯერ ცენტიც კი არ „წაუღია“. იმისთვის, რომ მან ეს და აქციონერების მიერ დამტკიცებული პაკეტი მიიღოს, ჯერ კომპანიის მიერ დასახულ მიზნებს უნდა მიაღწიოს. ეს კი Tesla-ს გასულ წელს ნამდვილად არ გაუკეთებია და, შესაბამისად, მასაც თანხა არ მიუღია. აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანიის მიერ მარეგულირებელში წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ დოკუმენტით განსაზღვრული ანაზღაურება და რეალური თანხა, რასაც შემდგომში ილონი მიიღებს, შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. თუმცა ამას დრო და Tesla-ს შედეგები გვაჩვენებს.