საქართველო, კატალიზატორი, კანონები, ექსპორტი, კატალიზატორის ჩაბარება
Aa
Aa

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა კიდევ 3 წლით, 2029 წლამდე გადავადდა

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა კიდევ 3 წლით გახანგრძლივდა. აღნიშნულის შესახებ მთავრობის დადგენილება 20 მაისს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მთავრობამ 2023 წელს მიიღო. მაშინ ამის მოტივად დასახელდა გაზრდილი სტატისტიკა, რომლითაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან.

ცნობისათვის, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ჯამში 37 ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა განახორციელა.

2023 წელს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვის მიზნით, მათი ექსპორტი 3 წლით 2026 წლის 1-ელ მაისამდე შეიზღუდა.

ახლა კი მთავრობამ ამ დადგენილების მოქმედების ვადაა გაახანგრძლივა და ახალი გადაწყვეტილებით, კატალიზატორების საქართველოდან ექსპორტი 2029 წლის 1-ელ მაისამდე იქნება შეზღუდული.

„2029 წლის 1-ელ მაისამდე შეჩერდა საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხით“ განსაზღვრული შემდეგი კოდების მოქმედება: კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა; კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები; გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07) და გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით,“ - ნათქვამია დადგენილებაში.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები