ელექტრომობილი, ელექტრომობილი, ბიემვი, ბიემვი აიიქს3, ბმვ იქს3, განახლება
Aa
Aa

BMW თავის საბაზისო iX3-ს „ზაფხულის სეზონისთვის განაახლებს“

BMW თავის საწარმოო ხაზს მუდმივად აახლებს და გამონაკლისი არც ზაფხულის სეზონი აღმოჩნდა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა რამდენიმე სიახლე დააანონსა, რომლებიც შესაძლოა შედარებით მცირე მასშტაბისაა, თუმცა მოიცავს ისეთ მოდელს, როგორიცაა საბაზისო დონის iX3 და მის სრულად ახალ, „შავ პაკეტსაც“ (Black Package) გვთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ: ეს Neue Klasse-ის მომავალია | BMW-მ მეორე თაობის iX3 წარადგინა

Black Package ამ უკანასკნელის გარდა ხელმისაწვდომი იქნება მე-3 სერიის, მე-4 სერიის Gran Coupe-ისა და i4 Gran Coupe-ის M Performance ვერსიებისთვის. უახლესი პაკეტი M Sport Pro-სთან კომბინაციაში მუშაობს და ამ მოდელებს „ავტოსპორტით შთაგონებული კარბონის დეტალებით“ აღჭურვავს.

ექსტერიერში ცვლილებები საკმაოდ დახვეწილია და მოიცავს შავ ემბლემასა და ასევე შავი ფერის 19-დუიმიან მსუბუქ დისკებს. განახლებების სერია გრძელდება ინტერიერშიც — აქ უკვე შევხვდებით კარბონის მასალისგან დამზადებულ პანელებსა და ასევე კარბონის აქცენტებით გაწყობილ M-სერიის ტყავის საჭეს.

გარდა ამისა, ზაფხულიდან ხელმისაწვდომი ხდება ახალი თაობის iX3-ის საბაზისო ვერსია (iX3 40). მოდელს, რომელიც BMW-ის ახალ პლატფორმას ეფუძნება, 82.6 კვტ/სთ-იანი ბატარეა და უკანა ღერძზე განთავსებული ელექტროძრავა აქვს. ეს უკანასკნელი 316 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ეს მოდელს საშუალებას აძლევს 0-დან 100-მდე 5.9 წამში აჩქარდეს, მაქსიმალურ სიჩქარეს კი 200 კმ/სთ-ს ავითარებს. WLTP-ის თანახმად, ერთი სრული დამუხტვით ეს მოდელი 637 კილომეტრს ფარავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული ავტომწარმოებელი თავის ელექტრომობილს ფერთა ფართო არჩევანით — BMW Individual-ის რამდენიმე ახალი ვერსიით ანახლებს. მათ შორისაა ისეთი გამორჩეული ფერები, როგორებიცაა: Grigio Telesto, Java Green II, Malachite Green, Orinoco, Purple Silk, Sepang Bronze და Twilight Purple.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

მსურველებს ასევე ექნებათ ახალი 21-დუიმიანი დისკებისა და ორფერიანი სალონის დიზაინის, Contemporary Agave-ს შეძენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, ავტომობილს უკანა სავარძლების გათბობაც ემატება — ეს უკანასკნელი კი დამატებითი, Innovation-პაკეტითაა შეთავაზებული.

სხვა ცვლილებები შედარებით ლიმიტირებულია, თუმცა BMW ამ ზაფხულს ბაზარზე წარსულში დაანონსებულ M Ignite ტექნოლოგიასაც გაუშვებს, ხოლო ეკომეგობრული განახლებები M3-სა და M4-ში მიმდინარე წლის ივლისიდან გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები