ჰიპერქარი, ლოტუსი, სპორტქარი, ლოტუს ტაიფ 135
Aa
Aa

Lotus-ის ხელმძღვანელმა შემთხვევით თავისივე ჰიპერქარს „საშუალო დონის“ მოდელი უწოდა

ბრიტანული ავტომწარმოებლის, Lotus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფენგ ცინგფენგმა, სპორტული ავტომობილების წონაზე საუბრისას, სრულიად შემთხვევით თავისივე პროდუქტი გააკრიტიკა. ცინგფენგის განცხადება და შენიშვნები რადიკალურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც Lotus-ი ამჟამად აწარმოებს.

ასევე იხილეთ: 7 „ვიდიანი" მანქანა, რომელიც სინამდვილეში ნამდვილი კოშმარია!

გამოცემა CarNewsChina-ის ინფორმაციით, ცინგფენგმა თქვა, რომ ნებისმიერი სპორტქარი, რომლის წონაც 1 800 კილოგრამს აღემატება, „საშუალო დონის“ მოდელად უნდა ჩავთვალოთ. ზღვარს კი, რომელიც Lotus-ის გენერალურმა დირექტორმა ამ განცხადებით დააწესა, ბრიტანული ავტომწარმოებლის ძალიან ბევრი სპორტული მოდელი ვერ აკმაყოფილებს. მაგალითად, Lotus Evija-ც კი, რადგან ჰიპერქარის წონა 1 900 კილოგრამზე მეტია. შედეგად გამოვიდა, რომ ცინგფენგი თავისივე გუნდის მიერ წარმოებულ ჰიპერქარს საშუალო დონის ავტომობილად აღიქვამს.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ცინგფენგის კრიტიკას მომავალში შესაძლოა პოზიტიური შედეგებიც მოჰყვეს, Lotus-ს კი მოუწიოს, თავისი სპორტქარების წონისთვის ახალი ლიმიტი დააწესოს და ზღვარი 1 800 კილოგრამამდე დაწიოს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Lotus-ი ამჟამად V8-ძრავიანი სუპერქარის შემუშავების პროცესშია.

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა ცოტა ხნის წინ Lotus Type 135 წარადგინა, რომელიც, მათივე განცხადებით, ჰიბრიდული V8 ძრავით იქნება აღჭურვილი და 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოდელში ავტომწარმოებელი დაბალი წონის შენარჩუნებას შეძლებს, სავარაუდოდ, სიმძლავრისა და წონის იდეალურ თანაფარდობას მივიღებთ, ხოლო მართვის გამოცდილება სენსაციური იქნება.

საინტერესოა: Lotus-ში დიდი ცვლილებებია — მალე Esprit-ი V8 ძრავით დაბრუნდება

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმადურები ვიქნებით, თუ Lotus-ის რომელიმე მოდელს საშუალო დონის ავტომობილად ჩავთვლით. თუმცა ფაქტია, რომ ფენგ ცინგფენგი სიმართლეს ამბობს. მარკა, რომელმაც სამყაროში „სიმსუბუქის კონცეფციის“ ფილოსოფია დაამკვიდრა, ვალდებულიცაა ამ პრინციპს დაუბრუნდეს. შესაბამისად, იმედიც არსებობს, რომ მომავალი Type 135 სრულიად განსხვავებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები