ჯარიმები, საქართველო, სიჩქარის გადაჭარბება, საგზაო ჯარიმები
Aa
Aa

დარღვევები, რის გამოც საქართველოში მძღოლები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ჯამში, 1 366 353 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც თბილისზე 699 088 დარღვევა მოდის. ამის შესახებ, ოფიციალური უწყების მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.

მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი სამართალდარღვევა სიჩქარის გადაჭარბების გამო დაფიქსირდა.

კერძოდ, 2026 წლის 1-ელ 3 თვეში საქართველოში სიჩქარის გადაჭარბების ჯამში, 530 858 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, 522 414 შემთხვევაში დაფიქსირდა მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-სა; ხოლო 8 444 დარღვევის შემთხვევაში კი გამოვლინდა სიჩქარის დადგენილი ნორმის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება.

შედეგად გამოდის, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების თითქმის 40% სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის.

„ბიზნესპრესნიუსი“ უწყების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, იანვარ-მარტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, გამოვლენილ იმ ტოპ-8 საგზაო მოძრაობის წესს, რომელზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც აღინიშნა:

- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ-სთ - 522 414 შემთხვევა;

- ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 296 286 შემთხვევა;

- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლოს სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას -131 322 შემთხვევა;

- მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ნიშნის („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი ნიშნის („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა - 59 158 ფაქტი;

- იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემის დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - ფიზიკური პირი - 48 883 შემთხვევა;

- ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 39 204 შემთხვევა;

- სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა და მასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დარღვევები - 36 511 შემთხვევა;

- შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 34 089 შემთხვევა.

ასევე იხილეთ: სიჩქარის გადაჭარბებაზე მართვის მოწმობაზე ქულათა შესამცირებელი რაოდენობა ახლებურად განისაზღვრება

აქვე შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომას წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ეხება. ცვლილებებით მცირდება, როგორც სიჩქარის გადაჭარბების რიგ შემთხვევებში განსაზღვრული ფულადი ჯარიმები, ასევე ხელახლა განისაზღვრება მართვის მომწობაზე ქულათა დაკლების სისტემა. დამატებით ინფოირმაციას შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე გაეცნოთ. 

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები