საწვავი ისევ ძვირდება - რამდენით გაიზარდა ფასი ოქტომბერში?
საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება. ოქტომბრის დასაწყისიდან ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ძირითადად 15-20 თეთრით გაძვირდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს — რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 19 ოქტომბერს გაძვირდა. ამ ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში მიმდინარე თვეში ფასები 3-ჯერ დაკორექტირდა. შედეგად, ოქტომბერში ბენზინი ჯამში 14-22 თეთრით, დიზელი კი 10-12 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი — ₾4.69; ზრდა — 14 თეთრი;
G-Force პრემიუმი — ₾4.39; ზრდა — 22 თეთრი;
G-Force ევრო რეგულარი — ₾4.09; ზრდა — 20 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი — ₾5.05; ზრდა — 10 თეთრი;
ევრო დიზელი — ₾4.99; ზრდა — 12 თეთრი.
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 5-ჯერ დაკორექტირდა. ბოლოს ფასები დღეს შეიცვალა და ბენზინის ღირებულება 14-23 თეთრით, ხოლო დიზელის — 8-14 თეთრით გაიზარდა.
დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
A1 სუპერი 100 — ₾4.83; ზრდა — 19 თეთრი;
ეკო სუპერი — ₾4.68; ზრდა — 14 თეთრი;
ეკო პრემიუმი — ₾4.39; ზრდა — 23 თეთრი;
ეკო დიზელი — ₾5.07; ზრდა — 14 თეთრი;
ევრო დიზელი — ₾4.98; ზრდა — 9 თეთრი;
ევრო რეგულარი — ₾4.08; ზრდა — 14 თეთრი;
დიზელ ენერჯი — ₾4.93; ზრდა — 8 თეთრი.
Connect-ის ქსელში საწვავის ფასი ოქტომბერში 3-ჯერ დააკორექტირეს. ჯამში, ამ თვეში ბენზინის ღირებულება 15-20 თეთრით, დიზელის კი 0.15-1.15 ლარით გაძვირდა.
დღეს ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
სუპერი — ₾4.35; ზრდა — 15 თეთრი;
პრემიუმი — ₾4.15; ზრდა — 20 თეთრი;
რეგულარი — ₾3.95; ზრდა — 15 თეთრი;
ევრო დიზელი — ₾4.90; ზრდა — 1.15 ლარით;
დიზელი — ₾4.80; ზრდა — 15 თეთრი.
Socar-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი ოქტომბერში რამდენჯერმე დაკორექტირდა, ბოლოს ფასი 9 ოქტომბერს შეიცვალა. შედეგად, ბენზინი და დიზელი 2-დან 16 თეთრამდე გაძვირდა. დღეს ბენზინისა და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი — ₾4.62; ზრდა — 12 თეთრი;
ნანო პრემიუმი — ₾4.31; ზრდა — 16 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი — ₾4.02; ზრდა — 16 თეთრი;
ევრო 5 დიზელი — ₾4.90; ზრდა — 4 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი — ₾4.96; ზრდა — 2 თეთრი.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელების, მაგალითად, Lukoil-ისა და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიების ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობა არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასების მიხედვით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.
Rompetrol-ზე დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Efix სუპერი — ₾4.65; ზრდა — 9 თეთრი;
Efix ევრო პრემიუმი — ₾4.32; ზრდა — 27 თეთრი;
ევრო რეგულარი — ₾4.02; ზრდა — 18 თეთრი;
Efix ევრო დიზელი — ₾4.99; ზრდა — 2 თეთრი;
ევრო დიზელი — ₾4.92; ზრდა — 3 თეთრი.
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინისა და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Super ecto — ₾4.60; ზრდა — 5 თეთრი;
Premium Avangard — ₾4.25; ზრდა — 20 თეთრი;
Euro Regular — ₾3.95; ზრდა — 10 თეთრი;
Euro Diesel — ₾4.97; ზრდა — 15 თეთრი.
Portal-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინისა და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Super — ₾4.39;
Premium — ₾4.19; ზრდა — 15 თეთრი;
Euro Regular — ₾3.94; ზრდა — 10 თეთრი;
Euro Diesel — ₾4.94; ზრდა — 15 თეთრი;
Effect Diesel — ₾4.84; ზრდა — 15 თეთრი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს