Aa Aa
18 აგვისტო 2020  |  10:06

ლუის ჰამილტონმა მიხაელ შუმახერის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

შეუშლის ვინმე ბრიტანელს ხელს ყველა რეკორდის მოხსნაში?

ლუის ჰამილტონმა ფორმულა 1-ის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. მან შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა. 2020 წლის ესპანეთის გრან პრიზე ბრიტანელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და პოდიუმზე 156-ედ ავიდა.

- „არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან უცნაურია. ჩვენ ყველანი მიხაელის რბოლებს ვუყურებდით და უბრალოდ გვინდოდა როდესმე ჩვენც იქ ვყოფილიყავით. ახლა რაც ხდება, იმ ყველაფერის საზღვრებს ბევრად ცდება, რაზეც ბავშვობაში მიოცნებია. ჩემი აზრით, მიხაელი წარმოუდგენელი პილოტი იყო და ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია, როცა მის, აირტონ სენას და ფანხიოს გვერდით მომიხსენიებენ“. - თქვა ჰამილტონმა.

როცა ესპანეთის გრან პრიზე ფინიშის ხაზი მაქს ფერშტაპენის წინ 23 წამით ადარე გადაკვეთა, მან თქვა, რომ, იმდენად  ფოკუსირებული იყო რბოლაზე, ვერც კი შეამჩნია, რომ ბოლო წრე იყო.

- „ბოლო დროს საბურავების პრობლემები გვქონდა და ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო. კარგი სტარტი მქონდა და შემდეგ უბრალოდ მთავარი იყო, რამდენად მოვუფრთხილდებოდი საბურავებს. ძალიან ცხელოდა და რთული იყო. მხოლოდ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ საბურავები დამეცვა. შესანიშნავი შედეგია“. - თქვა 6-გზის მსოფლიო ჩემპიონმა.

და რა არის შემდეგი სიაში? მთავარი მიზანი შუმახერის კიდევ ერთი რეკორდის - 7-გზის მსოფლიო ჩემპიონობის რეკორდის მოხსნაა და ამასთან ბრიტანელი პილოტი უკვე ძალიან ახლოსაა.

გაზიარება: