Aa Aa
24 აგვისტო 2020  |  11:05

ეს ამერიკული ავტომობილები ფუკუშიმაში 2011 წელს მიატოვეს

კატასტროფის წინაშე ყველა უძლურია.

2011 წლის 11 მარტს, Tōhoku-ს Oshika Peninsula-დან 70 კილომეტრის დაშორებით მიწისძვრა მოხდა. მას Great East Japan Earthquake-ის სახელსაც უწოდებენ. მიწისძვრამ უზარმაზარი ცუნამი გამოიწვია, რომელმაც Ōkuma-ში Fukushima-ს ატომური სადგურის რეაქტორის გადახურება გამოიწვია. საერთაშორისო ბირთვული შემთხვევის შკალაზე ამ ბირთვულ კატასტროფას მეშვიდე დონის კლასიფიკაცია მიენიჭა.

სადგურიდან 20 კილომეტრის რადიუსში არსებული ტერიტორია მოსახლეობისგან დაცალეს. ევაკუაციის რადიუსში სადილეროებიც მოექცა, რომლის სურათებსაც ხედავთ. სადილერო Fukushima Prefecture-ის მიტოვებულ ქალაქში მდებარეობს.

სურათებში დიდი ხნის მიტოვებულ ავტომობილებს ვხედავთ. საინტერესო კი ისაა, რომ ბევრი მათგანი ამერიკული წარმოშობისაა.

მათგან ყველაზე გამორჩეული 1962 წლის ნარინჯისფერი Chevrolet Impala SS-ა. მის უკან შავი Lincoln Towncar-ია. ფოტოების ავტორის მიხედვით, მათთან ახლოს 2006 წლის Toyota Tundra და 1989 წლის Nissan 240 SX დგას, თუმცა, კადრში ისინი ვერ მოხვდა. ფარეხის კართან ორი Cadillac-ი დგას. ერთი მათგანი 1990-იანი წლების Fleetwood Brougham-ია, ხოლო მეორე Connoisseur-ის ლიმუზინი.

მიტოვებული მანქანებიდან ყველა ამერიკული წარმოების არაა. კადრში იაპონური კატაფალკაც ჩანს, რომელიც ორნამენტებითაა მორთული. ავტომობილი ბუდისტური ტაძრის იმიტაციას განასახირებს, ხოლო დეკორაციას Hō-ō (鳳凰) ჰქვია - აზიური ფრინველი, რომლის მსგავსიც ბერძნულ მითოლოგიაში Phoenix-ია .

საოცარია დროის კვალის ავტომობილებზე აღბეჭდვა. მათ გარშემო მცენარეებიც გაიზარდა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მანქანების სილამაზე მაინც თვალშისაცემია და იმედია მალე ისინი პატრონობისთვის უსაფრთხო გახდება.

გაზიარება: