Aa Aa
18 სექტემბერი 2020  |  10:47

მსოფლიო ჩემპიონი გარემოს დასაცავად: ჰამილტონი სუპერქარების კოლექციით აღარ სარგებლობს

ჰამილტონი ცდილობს, გარემოს დაცვაში თავისი წვლილი შეიტანოს.

ფორმულა 1-ის 6-გზის მსოფლიო ჩემპიონს სუპერქარების კოლექცია აქვს, თუმცა, ის ამ ავტომობილებით აღარ სარგებლობს. ეს მან გულშემატკივრებს ტოსკანას გრან პრის შემდეგ გაუმხილა.

საიდუმლო არაა, რომ ლუის ჰამილტონი ბუნებას უფრთხილდება. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ელექტრო ავტომობილებით ისარგებლოს. ამჟამად ის მხოლოდ Mercedes-Benz EQC-სა და Smart EQ ForTwo-ს მართავს.

ჰამილტონი აეროპორტებიდან ელექტრო ავტომობილებით წაყვანას ითხოვს ხოლმე. ის პირადი თვითმფრინავით სარგებლობაზეც უარს ამბობს.

ჩემპიონს ავტომობილების დიდი კოლექცია აქვს. 2018 წლის ინტერვიუში მან თქვა, რომ ორი Shelby Cobra, Ford Mustang Shelby GT500, Ferrari 599 SA Aperta, LaFerrari და LaFerrari Aperta, McLaren P1 და Pagani Zonda ჰყავს. საოცნებო კოლექციაა, არა?

ჰამილტონი Mercedes-AMG ჰიპერქარის შექმნაშიც მონაწილეობს, რომელიც ფორმულა 1-ის ბოლიდის ძრავას იყენებს. პროექტის სირთულის და პანდეების გამო ამ ჰიპერქარის გამოსვლა 2021 წლამდე გადაიდო.  

ბრიტანელი პილოტი Extreme E-სთვის - ყველგანმავალი ელექტრო ავტომობილების შეჯიბრებისთვის გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს. მიიჩნევს, რომ ასეთი რბოლები გარემოს დაცვაზე ცოდნას ამაღლებს.

2021 წლისთვის პირველი 5 რბოლის ჩატარების თარიღი და ადგილი უკვე ცნობილია. Extreme E-ს რბოლები მაყურებლის გარეშე ჩატარდება და ბუნებასაც მინიმალური ზიანი მიადგება.

გაზიარება: