რა არის და როგორ მუშაობს Toyota Safety Sense?
Aa
Aa

რა არის და როგორ მუშაობს Toyota Safety Sense?

ხარისხი და უსაფრთხოება Toyota-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ამ მხრივ ავტომწარმოებელი კიდევ უფრო დაიხვეწა. მას Toyota Safety Sense დაემატა, რაც მძღოლის დამხმარე და უსაფრთხოების მეტ სისტემას გულისხმობს. ეს სისტემები მძღოლებს ცხოვრების გამარტივებაში ეხმარება და ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია. უსაფრთხოების სისტემებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. 2021 წელს თითქმის ყველა მოდელს TSS აქვს. ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, რომელი სისტემებს მოიცავს და როგორ მუშაობს ის.

 

როგორ მუშაობს TSS?

Toyota Safety Sense კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და პროგრამებით მუშაობს. ვიდეოკამერა საქარე მინის თავზე, უკანახედვის სარკის უკან მდებარეობს და წინა გზას გვიჩვენებს. რადარული სენსორი წინა ბამპერზე ან ცხაურაზეა მოთავსებული. სენსორები შესაძლოა ავტომობილის უკანა ნაწილშიც იყოს.  ამ ყველაფერს სხვა სენსორებიცა და მონიტორებიც ემატება. TSS-ის ზოგიერთს სისტემაზე წვდომა ყოველთვის გაქვთ, დანარჩენი სისტემები მხოლოდ ავარიულ სიტუაციებში ირთვება.

უსაფრთხოების რომელ სისტემებს მოიცავს TSS?

 Toyota Safety Sense იმ სისტემებს მოიცავს, რომლის გამოყენებაც შესაძლოა ყოველ დღე დაგჭირდეთ, ან არასდროს.

ავტომატური დამუხრუჭების სისტემის ფუნქციის გამოცნობა რთული არაა. წინა კამერების და რადარების გამოყენებით სისტემა აფრთხილებს მძღოლს მოსალოდნელი შეჯახების შესახებ სხვა მანქანასთან, ქვეითთან ან ნებისმიერ ობიექტთან, შემდეგ კი მძღოლის ნაცვლად ამუხრუჭებს. 2022 წლიდან ეს სისტემა ყველა ავტომობილისთვის სტანდარტული ფუნქცია იქნება.

მაგისტრალზე ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი TSS-დან თქვენი ფავორიტი სისტემა გახდება. ეს სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს სასურველი სიჩქარე და წინა ავტომობილთან დისტანცია შეარჩიოს, რომელსაც სისტემით სარგებლობისას ავტომობილი შეინარჩუნებს. თუ წინა ავტომობილი შეანელებს, თქვენი ავტომობილიც ავტომატურად შეანელებს და ისევ იმავე დისტანციას შეინარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში თავიდან აჩქარდება. ყველაზე დახვეწილი სისტემები ნავიგაციასთან და კამერებთანაა ინტეგრირებული. ეს სისტემა საცობში ძალიან დაგეხმარებათ და საჭიროების შემთხვევაში ავტომობილს გააჩერებს კიდეც.

 

ფარების განათების ავტომატური ცვლა შესაძლოა ახალ ფუნქციად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ის 1950-იანი წლებიდან არსებობს. ადრეული სისტემები არც თუ ისე სანდო იყო, რადგან სინათლისადმი მგრძნობიარე სენსორებით მუშაობდა. დღეს განათებას მაღალტექნოლოგიური კამერები აკონტროლებს, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის ნათებას და საგზაო ნიშნებიდან ანარეკლს უკეთესად აღიქვამს.

ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა ძირითადად კამერაზეა დაფუძნებული. კამერა ხედავს ზოლებს და სისტემა გაფრთხილებთ იმის შესახებ, თუ მოხვევის სიგნალის ჩართვის გარეშე არსებობს ზოლიდან გადასვლის საფრთხე. Toyota-ს მოდელების უმეტესობას ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემაც აქვს. ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემისგან განსხვავებით, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა დაგეხმარებათ დარჩეთ ზოლში და შეიტანს მცირე ცვლილებას თქვენს მართვაში. თუ სხვა სისტემები ვიზუალურ ან აუდიო სიგნალს გამოსცემენ, ეს სისტემა უბრალოდ შეინარჩუნებს ზოლში თქვენს ავტომობილს. საჭე მძღოლის ჩარევის გარეშე იცვლის მიმართულებას.

 

TSS-ი ისეთ სისტემებსაც მოიცავს, რომელიც ყოველდღიურად გამოგადგებათ. მაგალითად, საგზაო ნიშნების შემჩნევის სისტემა.ეს სისტემაც კამერაზეა დაფუძნებული. ის ამჩევს საგზაო ნიშნებს, მაგალითად, როგორიცაა, სიჩქარის შეზღუდვა და მძღოლს აწვდის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ძირითადად ავტომობილში არსებულ რომელიმე ეკრანზე გამოისახება. ზოგი ავტომობილის შემთხვევაში სიჩქარის შეზღუდვა სპიდომეტრზე წითელი ხაზით გამოისახება.

ფარების განათების ავტომატური ცვლა შესაძლოა ახალ ფუნქციად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ის 1950-იანი წლებიდან არსებობს. ადრეული სისტემები არც თუ ისე სანდო იყო, რადგან სინათლისადმი მგრძნობიარე სენსორებით მუშაობდა. დღეს განათებას მაღალტექნოლოგიური კამერები აკონტროლებს, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის ნათებას და საგზაო ნიშნებიდან ანარეკლს უკეთესად აღიქვამს.

Toyota-ს რომელ მოდელებს აქვს TSS?

ერთი ორი გამონაკლისით, ეს სისტემა თითქმის ყველა მოდელს აქვს. 2021 წლის პოპულარული მოდელებს: Prius-ს, Corolla-ს, Camry-ს, RAV4-ს და Sienna-ს ყველაზე ზემოთ ჩამოთვლილი სისტემა აქვს. მათი რამდენიმე ვერსია ბრმა წერტილის მონიტორინგსა და უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილებასაც გვთავაზობს.  

სიაშია სატვირთოები და სუვებიც, მაგალითად Tundra, Tacoma, 4Runner-ი და Sequoia.  

სპორტულ, უკანაწამყვან ვერსიებს უსაფრთხოების სისტემების შეზღუდული რაოდენობა აქვს. მექანიკურ გადაცემიან 86-ს არც ერთი აქვს. Supra კი ავტომატურ დამუხრუჭებას, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემასა და ავტომატურ შორი ნათების მაშუქებს გვთავაზობს. ბრმა წერტილის მონიტორინგის, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლისა და უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილების სისტემა თქვენი დამატებითი არჩევანია.

 

ეს სისტემები ცხოვრებას გვიმარტივებს არამხოლოდ ყოველდღიურად, არამედ მაშინაც კი, როცა გრძელ მოგზაურობებში მივდივართ. მათ ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. ამიტომ, ამ სისტემებში გადახდილი არც ერთი თეთრი წყალში გადაყრილი არ არის.

მსგავსი სიახლეები