სასარგებლო ინფო, ზეთი, სარბოლო მანქანა, სასარგებლო ინფორმაცია
Aa
Aa

შეიძლება თუ არა სარბოლო ზეთის საგზაო ავტომობილებში გამოყენება?

 

გამოყენების მიხედვით, ძრავის ზეთს შესაძლოა სრულად განსხვავებული ფორმულები, კონსისტენცია, წონა და სპეციფიკაციები ჰქონდეს - მაქსიმალური ეფექტიანობის, გამოყენების ხანგრძლივობისა და წარმადობის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმ ტიპის ზეთი უნდა გამოიყენოთ, რომელიც თქვენი ავტომობილისთვისაა განკუთვნილი და არცერთ შემთხვევაში სხვა, რაც არ უნდა უკეთესი იყო ის.

ამ თემას ცნობილი YouTube გვერდი შეეხო და ინფორმაციული ვიდეოც გამოაქვეყნა. ვიდეოს ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სარბოლო ზეთს, როგორიცაა Valvoline's VR-1, შეიძლება ჰქონდეს ყველა ის თვისება, რაც შეესაბამება ქარხნულ რეკომენდებულ ზეთს, მისი იმავე ინტერვალით გამოყენება რეკომენდებული მაინც არ არის.

ყველა თანამედროვე სინთეტიკური ძრავის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტების, ანუ მაღალი ტემპერატურის სტაბილიზატორი დანამატების გარკვეულ რაოდენობას. ეს ზეთს ეფექტიანობას უნარჩუნებს, მაშინაც კი, თუ მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებ. გზებისთვის ლეგალურ ავტომობილების ზეთს ეს დანამატები უფრო დიდი რაოდენობით აქვთ, შესაბამისად, 25 000-მდე კილომეტრის ინტერვალზე, ის კვლავ გამოსადეგია.

ვიდეოს ავტორის თქმით, სარბოლო ზეთში ეს დანამატები მცირე რაოდენობითაა და ამის გამო, ზეთის გამოცვლაც უფრო ხშირი ინტერვალებითაა საჭირო.

ეს არ არის სახიფათო სარბოლო ჩემპიონატებისთვის, რადგან ამ დროს ძრავებში ზეთი ბევრად უფრო სწრაფად იცვლება. თუმცა თუ თქვენ სარბოლო ძრავას ტრასაზე ლეგალურ ავტომობილებში 20 000 კილომეტრზე მეტხანს გამოიყენებთ, მაშინ ძრავას იმაზე მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე შესაბამისი ზეთის გამოყენებისას. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები