სასარგებლო რჩევა, ჩეკის ანთება, ჩეკის ჩაქრობა, Check Engine, დიაგნოსტიკა, სერვისის მაჩვენებელი, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ჩეკის განულება
Aa
Aa

რას ნიშნავს Check Engine-ი და როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?

როცა ავტომობილის მონაცემთა დაფაზე „შეამოწმეთ ძრავა“ (Check Engine) სიგნალი ანთებს, ეს შესაძლოა ბევრ რამეს ნიშნავდეს. პრობლემა შეიძლება მარტივად მოსაგვარებელიც იყოს და რთულიც. ყოველ შემთხვევაში, თქვენს ავტომობილს კომპიუტერული დიაგნოსტიკა აუცილებლად დასჭირდება.

„შეამოწმეთ ძრავა-ს“ მრავალფუნქციური ინდიკატორი არის სიგნალი ავტომობილის ძრავის კომპიუტერიდან, რომელიც მიგვითითებს, რომ რაღაც რიგზე არაა. ეს შეიძლება ელექტრონული ან მექანიკური ხარვეზი იყოს.

ადრე ავტომწარმოებლებს საკუთარი დიაგნოსტიკური სისტემები ჰქონდათ, რომელიც უპირველეს ყოვლისა გამონაბოლქვს აკონტროლებდა. თუმცა აღნიშნული სისტემები ზედაპირული იყო, მათი მეშვეობით ხარვეზის სრულად დიაგნოსტირება შეუძლებელი იყო. 1996 წლიდან ავტომწარმოებლებმა თავიანთი ავტომობილების ელექტრო სისტემები OBD-II პროტოკოლის ქვეშ გააერთიანეს. პროტოკოლის მიხედვით, ყველა პრობლემას თავისი კოდი აქვს და ინფორმაცია უნივერსალური დამაკავშირებლის საშუალებით გადაიცემა. ეს დამაკავშირებელი პორტი უმრავლეს შემთხვევაში საჭის სვეტის ქვეშ მდებარეობს. 

„შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალი, როგორც წესი სტაფილოსფერი, ყვითელი, ან ქარვისფერია. ეს უკვე ავტომწარმოებელზეა დამოკიდებული. თუ სინათლე ციმციმებს, ეს უფრო სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. მაგალითად, შესაძლოა, კატალიზატორი იყოს დაზიანებული.

How Many Miles to Drive after Resetting Check Engine Light for Inspection

სიგნალები შესაძლოა აგვერიოს

ზოგ გამოუცდელ მძღოლს, „სავალდებულო სერვისის“ სიგნალი „შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალში ერევა. ეს სინათლეები ერთმანეთთან კავშირში არ არის. სერვისის სიგნალი, როგორც წესი, უფრო მსუბუქი პრობლემის მანიშნებელია. მაგალითად, ზეთის ან სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლის საჭიროებაზე მიგვითითებს. სერვისის ეს ინდიკატორი უბრალოდ გარბენის მიხედვით ადგენს თუ როდის უწევს ამა თუ იმ სერვისს შესრულება და ამის შესახებ გამცნობთ. მან არ იცის რა დონეზე აკლდება ძრავის ზეთს ხარისხი, იგი უბრალოდ გარბენს ითვლის. თუ აღნიშნული სერვისი გატარებული გაქვთ, მაშინ არ უნდა დაგავიწყდეთ „სავალდებულო სერვისის“ მონაცემების განულება, რადგან ის შეუსაბამო დროს აგინთებთ და შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ.

თანამედროვე, ტექნოლოგიებით სავსე სამყაროში პრობლემის დადგენის მიზეზის გარკვევა მექანიკოსის დახმარების გარეშეც შეიძლება, თუმცა სწორი რეკომენდაცია მაინც გამოცდილი მექანიკოსია, რადგან დიაგნოსტირებისას დაწერილი პრობლემა ყოველთვის ზუსტი არაა და საქმე შეიძლება გაცილებით სიღრმისეული იყოს. სპეციალური კოდის წამკითხველი ავტომობილის საბორტო დიაგნოსტიკურ სისტემას უერთდება. ეს მოწყობილობა ძვირი არ ღირს და მისი შეძენა სპეციალურ, ან ონლაინ მაღაზიებშია შესაძლებელი. კოდის მნიშვნელობები ინტერნეტშიც მარტივად იძებნება.  

How to Reset a Maintenance Light on a Toyota Camry | Capital One Auto  Navigator

როგორ ჩავაქროთშეამოწმეთ ძრავასიგნალი?

კოდის წამკითხველების უმეტესობა სინათლის ჩაქრობის ან გადატვირთვის საშუალებას იძლევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემას ვერ მოგიგვარებთ და რაღაც დროის შემდეგ სინათლე ისევ აინთება, რადგან ამით პრობლემა არ გვარდება. თუ თქვენ პრობლემის ბოლომდე მოგვარება გინდათ, მაშინ კოდი სწორად უნდა გაიშიფროს და თქვენს ავტომობილზე შესაბამისი დეტალი შეიცვალოს, მხოლოდ ამის მერე შეგიძლიათ დამახსოვრებული შეცდომა გაანულოთ და Check Engine-იც აღარ აგინთებთ.

რამ შეიძლებაშეამოწმეთ ძრავასიგნალი აანთოს?

ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:

  1. (არასწორი წვა) ანთების კოჭი და ანთების სანთელია გამოსაცვლელი;
  2. კატალიზატორის სენსორები ან თვითონ კატალიზატორია შესაცვლელი;
  3. შეამოწმეთ საწვავის ავზის თავსახური. მოუშვით, ან მოუჭირეთ. თუ ჩანაცვლებაა საჭირო, გამოცვალეთ; აგრეთვე საწვავის ავზის ვენტილააციის სისტემაში შეიძლება იყოს პრობლემა;
  4. გამოცვალეთ MAF-სენსორი ( ე.წ. „ვოზდუხამერი);
  5. გამოცვალეთ საწვავის ინჟექტორები;
  6. გამოცვალეთ თერმოსტატი.

ინჟინრების ნაწილის აზრით, შესაძლოა სიგნალი აინთოს და ავტომობილს სინამდვილეში არაფერი სჭირდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა სინათლის ანთება ჰაერში ტენიანობის ცვლილებამ და სხვა ფაქტორებმაც გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში სინათლე ცოტა ხნის შემდეგ თავისით ჩაქრება.

All You Need to Know About Auto Diagnostics

სიგნალი უყურადღებოდ არ დატოვოთ!

ზოგიერთი მექანიკოსის თქმით, ბევრი ადამიანი სიგნალს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ისინი ნიშანზე უბრალოდ რაიმეს აკრავენ და სიარულს აგრძელებენ. ეს დაუშვებელია და ამ გულგრილობამ შესაძლოა ბევრად დიდ პრობლემამდე მიგვიყვანოს, რადგან ამ დროს ავტომობილის საკვანძო აგრეგატები გაუმართავად მუშაობს, რაც მათ რესურს ორმაგად აკლებს.

რა უნდა ვქნათ, თუ სინათლე არ ციმციმებს და მუდმივად ანთია? პასუხი მარტივია: მექანიკოსია საჭირო. რა თქმა უნდა, ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ბევრ ადამიანს უბრალოდ ძველი მანქანა ჰყავს. სურს, რომ ის ბენზინის ბოლო წვეთამდე გამოიყენოს და მისი შეკეთება არ უღირს.

კოდის წამკითხველი ხელსაწყოსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას. მაშინაც კი თუ მექანიკოსთან კონსულტაციას გადაწყვეტთ, უკვე გეცოდინებათ, დაახლოებით რა სჭირს თქვენს ავტომობილს. თუ მექანიკოსიც დაგიდასტურებთ, მიხვდებით, რომ სწორ გზას ადგახართ და თავიდან არასაჭირო ხარჯებს აიცილებთ.

 

მსგავსი სიახლეები