Aa Aa
14 ივნისი 2021  |  11:19

პატარა ღრმულმა მთლიანი ავტომობილი ჩაყლაპა

იმედია, ავტომობილში არავინ იჯდა.

ბუნება შესაძლოა სასტიკი იყოს და თანაც ეს სისასტიკე მაშინ გამოიჩინოს, როცა ყველაზე მეტად არ ელოდები. ეს ვიდეო მუმბაიშია გადაღებული და გვიჩვენებს, როგორ გადაყლაპა ყველაზე პატარა ღრმულმა ავტომობილი წამებში.

უცნობია, იჯდა თუ არა ვინმე ავტომობილში ავარიის დროს, მაგრამ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამუხრუჭე სინათლეები ანთია.

როგორც ამბობენ, ამ ადგილს წყლის ჭად იყენებდნენ. ხშირმა წვიმებმა ეს ჭა ღრმულად აქცია. მიწისქვეშა წყლებმა ქვები დაშალა და მთლიანად წყლით გაივსო.

სამწუხაროდ, ასეთ რამეს პირველად არ ვხედავთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე პატარა ღრმულია, რომელმაც ავტომობილი ჩაყლაპა.

მაგალითისთვის, 2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში Corvette-ს ნაციონალური მუზეუმის ქვეშ მიწა გაიხსნა და ავტომობილებს ჩაყლაპვას უპირებდა. საბედნიეროდ, ყველა Corvette გადარჩა.

გაზიარება: