Aa Aa
17 ოქტომბერი 2021  |  11:30

15-დან ერთ-ერთი McLaren Sabre იყიდება

ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი „ჰიპერქარი“ მფლობელს ელოდება.

McLaren-ი ცნობილი თავისი უნიკალური ხედვებითა და გიჟური სპორტული ავტომობილებითაა. სურათზე ნაჩვენები მოდელი კი ზუსტად ამ მემკვიდრეობის მატარებელია. McLaren Houston-ის სადილეროში კი 15 წარმოებული მოდელიდან ერთ-ერთი McLaren Sabre გასაყიდადაა გამოტანილი.

Sabre მწარმოებლის ყველაზე სწრაფი „ჰიპერქარია“, რომელიც ჰიბრიდული აგრეგატით არაა წარმოებული. კონკრეტულად ეს მოდელი კი მეთერთმეტე გამოშვებისაა. წარმოების ასეთი მცირე მასშტაბები ავტომობილის ექსკლუზიურობას ხაზს უსვამს.

მისი ექსტერიერი სპეციალურად შექმნილი Liquid Argentum-ისა და განსხვავებული ნაცრისფერი ფერის კომბინაციაშია გადაწყვეტილი. ინტერიერი, თავის მხრივ, ნარინჯისფერი დეტალებითაა გაფორმებული, რაც McLaren-ის ჩვეულებრივ მოდელებში არ შეგხვდებათ.

ამ ლამაზი მოყვანილობების ქვეშ Sabre 4.0-ლიტრიან V8 ძრავას მალავს, რომელიც 824 ცხენის ძალასა და 800ნმ-ს გამოიმუშავებს. 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. მაქსიმალური სიჩქარე 350კმ/-ით არის განსაზღვრული, რაც საკმაოდ კარგი შედეგი გახლავთ.

სამწუხაროდ, ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის 3 მილიონ დოლარად შეფასდება. აღსანიშნავია ისიც, რომ Sabre მხოლო აშშ-სთვისაა გამოშვებული და ის შტატების ფედერალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

გაზიარება: