უბერებელი სტილი და საუკეთესო ბალანსი: 2020 წლის Porsche 718 Boxster
2020 წლის Porsche 718 Boxster-ის დიდებულების საიდუმლოს შესაძლოა ყველა ვერ ჩაწვდეს. მით უმეტეს ის, ვინც ახალი Chevy Corvette-ის გულშემატკივარია. ყველა, ვისაც Porsche-ს კაბრიოლეტის მართვა გამოუცდია, მანქანის ბალანსს და კარგ მართვადობას აუცილებლად დააფასებდა. მიუხედავად ხმაურიანი აგრეგატისა, Boxster-ების ტრიო, მათი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავებით და აჩქარებით მოგხიბლავთ. გადასახსნელ სახურავიანი სპორტული ავტომობილი პრაქტიკულობისთვის არაა შექმნილი. ეს ავტომობილი სპორტული ავტომობილების სამყაროს შესაცვლევად შეიქმნა.
რა არის ახალი 2020 წლისთვის?
2020 წლისთვის Porsche-მ 718 ხაზს ახალი ვარიანტი დაუმატა. ახალი Boxster T ენთუზიასტებისთვისაა შექმნილი. მას სხვა მოდელებთან შედარებით ნაკლები ფასი აქვს. 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა უცვლელია, თუმცა, წონის შესამცირებლად, ინტერიერის ნაწილები ამოიღეს. ყველა Boxster T-ს 20-იანი დისკები, სპორტული დაკიდება და Porsche's Sport Chrono პაკეტი აქვს. თუ სხვა უმაღლესი დონის Boxster-ით ხართ დაინტერესებული, მაშინ 718 Spyder უნდა ნახოთ.
2020 წლისთვის ახალი GTS-ია, რომელსაც 4.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა აქვს, რომელიც 394 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ფასი
- Base: $61,000
- T: $69,850
- S: $73,000
- GTS: $84,000
მიუხედავად ხელსაყრელი ფასისა 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავის Boxster T კარგი არჩევანი არაა. თუ ისედაც ძრავის ხმაურს უნდა გავუმკლავდეთ, მაშინ 50 ცხენის ძალით მეტიანი Boxster S იყოს. მიუხედავად იმისა, რომ GTS ფერების ფართო არჩევანს და დამატებით ფუნქციებს გვთავაზობს, თუმცა, მისი მაღალი ფასის გამო საუკეთესო არჩევანი არც ისაა. პრემიუმ პაკეტის დამატება კარგი იდეაა: Power Sport სავარძლები, ორზონიანი კლიმატ კონტროლი, სავარძლების გათბობა, 14-გვარად ადაპტირებადი სავარძლები. არჩევითი PDK ავტომატური გადაცემათა კოლოფი შესანიშნავია, თუმცა მექანიკის შემთხვევაში ფულს დაზოგავთ. დამატებითი განახლებები შესაძლოა დადაბლებული დაკიდება, ადაპტირებადი ამორტიზატორები, თვითბლოკირებადი დიფერენციალი, გაგრილებადი სავარძლები და Apple CarPlay იყოს.
ძრავა და მართვადობა
Boxster-ი ხელმისაწვდომია 300-ცხენისძალიანი ტურბოდაბერვის 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ოპოზიტური, 350-ცხენისძალიანი 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ტურბოდაბერვის (S მოდელი) და 365-ცხენისძალიანი 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით (GTS მოდელი). S მოდელი 0-100კმ/სთ-მდე 4.9 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 285კმ/სთ-ია.
სამივე მოდელი 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა, თუმცა მათი აღჭურვა Porsche-ს 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაცაა შესაძლებელი. Boxster-ის მართვადობა აღფრთოვანებას იმსახურებს. შუაძრავიანი აგებულება მანქანას ბალანსის დაცვაში ეხმარება. მოსახვევებში სტაბილურია. საჭის მოძრაობაზე მანქანა სწრაფად და მტკიცედ რეაგირებს. ადაპტირებადი ამორტიზატორები მართვადობას კიდევ უფრო აუმჯობესებს. საბაზისო მოდელსაც კი ვერაფერს დაუწუნებთ. მაღალ სიჩქარეზეც კი საუკეთესოა.
საწვავის მოხმარება
Porsche-ს ოფიციალური საიტის მიხედვით Boxster საბაზისო მოდელები ქალაქში 100კმ-ზე 7.2 ლიტრს საწვავს, ტრასაზე კი 7.9 ლიტრს მოიხმარს. თუმცა, S და GTS მოდელების შეძენა, ეკონომიურობის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.
ექსტერიერი და ინტერიერი
2020 წლის Porsche 718-ს ამ მარკისთვის ტიპური სტილი აქვს. Boxster-ის წინა ნაწილი ფართოა, რამაც შესაძლოა თავიდან შეცდომაში შეგიყვანოთ და ეს მანქანა ჰიპერქარი 918 გეგონოთ. წინა მაშუქები თითქმის სამკუთხაა. კაპოტის კიდეებში ამაყად ზის და საქარე მინიდან Porsche-სთვის დამახასიათებელ ხედს ქმნის.
ძრავა შუაშია მოთავსებული. მანქანას გვერდებზე ჰაერის შემწოვები აქვს. უკანა მაშუქები 718-ის უკან მიმავალ მანქანებს ლამაზ სანახობას ჰპირდება. სახურავის ფერის არჩევა შესაძლებელია. ასე რომ, აუცილებელი არ არის, შავი სახურავით შეიძინოთ. მანქანის სტილი მთლიანობაში სპორტული და უბერებელია.
Boxster-ის ინტერიერს იმაზე მეტი პლასტმასის დეტალი აქვს, ვიდრე ამ ღირებულების ავტომობილში ელით. სალონის დეტალებზე დამატები ტყავის მისაღებად ცოტა მეტი თანხის გადახმა მოგიწევთ. სალონში არსებული ღილაკები შესაძლოა ზედმეტი მოგეჩვენოთ, მაშინაც კი თუ ღილაკებით დატვირთულ საჭეს არ აირჩევთ. ყავის ჩასადებები იმაზე მიუთითებს, რომ გერმანელები შუა დღის ყავას მანქანის მართვისას არ სვამენ. მიუხედავად იმისა, რომ რბილსახურავიანი Boxster-ი და მისი დახურული მეგობარი Cayman-ი, საბარგულის მცირე სივრცეს გვთავაზობენ, ბარგის წინა და უკანა განყოფილებებიც სამკაოდ მოქნილია. ერთი ჩემოდანი წინა საბარგულში ჩაეტევა, მეორეც - უკანაში. სალონში ნივთებისთვის სივრცე კი თითქმის არაა.
საინფორმაციო-გასართობი სისტემა
საინფორმაციო-გასართობი სისტემა ამ მანქანის ძლიერ მხარედ ნამდვილად ვერ მიიჩნევა. სენსორული ეკრანი მცირე ზომისაა. ხშირად ავტომობილში 2 USB პორტი საკმარისი არ არის, თუმცა ორადგილიანი მანქანის შემთხვევაში ეს ფაქტი არ შეგაწუხებთ. უმაღლესი ხარისხით სიმღერის მოსმენის მოყვარული მძღოლებისთვის მანქანაში CD პლეირიცაა. ნავიგაცია, 4G LTE Wifi და Apple CarPlay ხელმისაწვდომია, თუმცა Porsche-ში Android Auto-ს კვლავ ვერ შეხვდებით.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები
შეჯახებაზე შემოწმების რეიტინგები ჯერ არ არსებობს. ასე რომ მანქანის უსაფრთხოებაზე წინასწარ ბევრს ვერ ვისაუბრებთ. მძღოლის დამხმარე რამდენიმე საჭირო სისტემა მანქანას ნამდვილად აკლია, მაგრამ უკანა ხედვის კამერა და პარკირების სენსორები ადგილზეა. უსაფრთხოების ძირითადი სისტემები მოიცავს:
- სტანდარტული წინა და უკანა პარკირების სენსორები;
- არჩევითი ავტომატური დამუხრუჭების სისტემა;
- არჩევითი უხილავი სისტემის მონიტორინგის სისტემა.
შეჯამება
2020 წლის Porsche 718 Boxster-ი შესანიშნავი ავტომობილია. მისი მართვადობა გულგრილს ვერავის ტოვებს. ამ სეგმენტის ავტომობილის სალონში დიდ ფუფუნებასა და სივრცეს არ უნდა ელოდოთ. უსაფრთხოების ფუნქციებიც აშკარად სისტემების ნაკლებობას განიცდის. თუმცა, ამ მანქანის მოყვარულებს ეს ყველაფერი კარგად ესმით. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ მანქანის უბერებელი, სპორტული სტილი და საუკეთესო მართვადობაა.