პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია: როგორ მოვამზადოთ მანქანა გასაყიდად
Aa
Aa

პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია: როგორ მოვამზადოთ მანქანა გასაყიდად

პირველი ნახვის შთაბეჭდილება მანქანის გაყიდვის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანია. საკმარისი არაა თქვენი მანქანა მხოლოდ გარედან ბრწყინავდეს. სალონიც სუფთა უნდა იყოს. პოტენციურ მყიდველს უნდა, რომ მისი ახალი მანქანა კარგად გამოიყურებოდეს. სალონში დაყრილი ერთი კვირის წინანდელი საჭმლის ნარჩენებით და სპორტდარბაზში ნატარები ცალი წინდით მყიდველზე კარგ შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ დატოვებთ.

თუ გინდათ, თქვენი ავტომობილი საუკეთესო შესაძლებელ ფასად გაყიდოთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის გარედანაც და შიგნიდანაც კარგად გამოიყურება. მხოლოდ გარეცხვა და მტვრის აღება საკმარისი არ არის. საჭიროა მის გასუფთავებაში  ძალისხმევის ჩადება, რაც დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა საბოლოოდ სასურველ შედეგს მიიღებთ.

აქ გაეცნობით რამდენიმე რჩევას, როგორ გაასუფთაოთ თქვენი ავტომობილი მის გაყიდვამდე.

შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი

გასუფთავების პირველი ნაბიჯი მისი შემოწმებაა. მზის სინათლის ან კარგი განათების ქვეშ შეამოწმეთ თქვენი მანქანის ნებისმიერი წერტილი, ლაქა, ნაკაწრი, ჟანგი და ა.შ.  არც ერთი დაზიანებული ადგილი არ გამოტოვოთ. ყველაფერი დეტალებშია.

გარეცხეთ მანქანის ექსტერიერი

მანქანის არასწორი გარეცხვით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. მოძებნეთ ნაკაწრები. შესაძლოა ისინი სწორად არ გაგირეცხვათ ან ზედმეტად უხეში მატერია გამოიყენეთ.

გარეცხეთ შემდეგნაირად

გამოიყენეთ სამი სათლის წესი. მონიშნეთ თქვენი სათლები ციფრებით: 1, 2 და 3. პირველ და მეორე სათლში უნდა იყოს მხოლოდ წყალი. დაიცავით ეს სათლები ქვიშიგან. მესამე სათლში უნდა იყოს საწმენდი საშუალება მანქანის სხვადასხვა ნაწილისთვის (გირჩევთ პირსახოცს) და მანქანის სარეცხი შამპუნი.

დაასველეთ თქვენი საწმენდი მატერია მესამე სათლში და დაიწყეთ ავტომობილის ცენტრიდან წმენდა. ჩამოუყევით დაბლა. დარწმუნდით, რომ პირველ და მეორე სათლში კარგად გარეცხეთ თქვენი  საწმენდი საშუალება, ვიდრე მას მესამე სათლში თავიდან მოათავსებთ. გაიმეორეთ ეს ქმედება მანქანის ყველა ნაწილისთვის. ძნელად მისაწვდომი ადგილებისთვის გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი.

საბურავების და დისკების გასაწმენდად მესამე სათლში ჩაასხით თბილი წყალი. გახსენით თბილ წყალში ერთი ჩაისკოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. გამოიყენეთ ღრუბელი. დაასველეთ ის მესამე სათლში. გაწურეთ და გაასუფთავეთ საბურავები და დისკები. კიდევ ერთხელ არ დაგავიწყდეთ, გარეცხოთ გამოყენებული ღრუბელი პირველ და მეორე სათლებში.

გააშრეთ ექსტერიერი

მანქანის გასაშრობად გამოიყენეთ ზამში. ის არა მხოლოდ კარგად აშრობს მანქანას, არამედ არ ტოვებს საპნის ლაქებს.  დააკვირდით, რომ შიდა შუშები გაწმინდოთ ჰორიზონტალურად, ხოლო გარე ვერტიკალურად. ასე ადვილად გაარჩევთ ლაქები შიგნიდანაა თუ გარედან, რაც დროს დაგიზოგავთ.

გაწმინდეთ ინტერიერი

ავტომობილის ბევრი მფლობელი ინტერიერის  დასუფთავებას პირდაპირ მტვერსასრუტით იწყებს. უკეთესი გზა დასაწყისისთვის ჯაგრისების გამოყენებაა. ფეხების დასადებისთვის ნეილონის ჯაგრისის, ხოლო სავარძლებისთვის და კარებისთვის შედარებით რბილი. ამის შემდეგ მტვერსასრუტით გასუფთავება გაცილებით ადვილია. 

მძღოლებს ხშირად აწუხებთ ცხოველის ბეწვი ხალიჩაზე. გაიკეთეთ ლატექსის ხელთათმანები და გაწმინდეთ ხალიჩები ხელით. ან შეიძინეთ უბეწვო ნაჭერი და იმით ისარგებლეთ. მსგავსი ნაჭრით მანქანის მონაცემთა დაფის გაწმენდაც შეგიძლიათ.

მანქანიდან სუნის გასაყვანად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული სპრეი. სიგარეტის სუნის გაყვანა განსაკუთრებით ძნელია.

და ბოლოს

მანქანის ზედაპირულ გასუფთავებას 1 საათი სჭირდება, მის დეტალურად გაწმენდას კი 3-6 საათი. თუ ეს დრო ბევრად გეჩვენებათ, შეგიძლიათ მანქანა ჩვეულებრივ ავტოსამრეცხაოზე მიიყვანოთ.

 

 

მსგავსი სიახლეები