Aa Aa
28 ივლისი 2022  |  10:22

დიზელისძრავიანი Ford Mustang-ი საბუქსირედ საუკეთესო ავტომობილია

საბუქსირე ავტომობილზე ფიქრისას უკანასკნელი მოდელი, რომელიც გაგახსენდებათ Ford Mustang-ია. თუმცა, CrystalAuto-ს მკითხვევლები გიჟური საბუქსირე ავტომობილებით განებივრებული გვყავს. რამდენიმე თვის წლის ჩვენ Prius-ზე მოგიყევით, რომელსაც უზარმაზარი საბუქსირე ჰქონდა მიბმული. ამავე საქმისთვის გამოიყენეს Lamborghini Huracan-იც, რომელსაც ორი ტურბინით გაძლიერებული V10 ჰქონდა. ყველა ამ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამიტომ დღეს კიდევ ერთ საინტერესო ამბავზე მოგიყვებით. ეს Mustang-ი საბუქსირედ გამოიყენება და თან დიზელის ძრავა აქვს. დიახ, ორმაგი სიგიჟე.

2.3-ლიტრიანი 4-ცილინდრიანის ან 5-ლიტრიანი ატმოსფერული V8-ს ნაცვლად „იუთუბერმა“ თავისი „პონი“ 5.9-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი დიზელის აგრეგატით აღჭურვა. ეს ძრავა ქარხნულად 230 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა, მფლობელმა ამ აგრეგატს მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები ჩაუტარა, რითაც ეს მონაცემები გაზარდა. სამწუხაროდ, Mustang-ის ამჟამინდელი მონაცემები უცნობია.

შედეგი ნამდვილად გასაოცარია. ამ ავტომობილს საშუალო ზომის ნავის ბუქსირება თავისუფლად შეუძლია. ამ ყველაფერს კი სტილით ასრულებს. Mustang-ს ნებისმიერი ტვირთის გადატანა ე.წ. „ბარნაუთითაც“ შეუძლია. ეს უზარმაზარი ტურბინის დამსახურებაა. რამდენს გაგახსენდათ Fast and Furious-ის მეხუთე ნაწილი? თუმცა, Charger-ებს დიზელის ძრავები არ ჰქონია.

აღსანიშნია, რომ ეს გიჟური „სვაპი“ სპეციალურად ამ დანიშნულებისთვის შესრულდა. მიზანი სიჩქარის დემონის შექმნა არ გახლდათ. ამ მანქანას ნიუტონ მეტრების ისეთი რაოდენობა აქვს, რომ საშუალო ზომის კორპუსის გადადგმაც არ გაუჭირდება.

თქვენ რისთვის გამოიყენებდით დიზელისძრავიან საბუქსირე Mustang-ს? დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.

გაზიარება: