Aa Aa
31 მაისი 2023  |  10:11

Apocalypse Juggernaut-მა 6x6-ის შემდეგ 4x4 Super Truck-იც შექმნა

Apocalypse Super Truck 4x4 Hellcat-ის 6.2 ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი.

Apocalypse Manufacturing-მა გიჟურ ქმნილებებს მიგვაჩვია. რამდენიმე წლის წინ მათ 6-ბორბლიანი „ოფროუდერი“შექმნეს, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ნამდვილი მონსტრია. ახლა კი კომპანიამ ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც გარკვეულ სიახლეებს გვთავაზობს. Super Truck-ს მხოლოდ ოთხი ბორბალი აქვს. დიახ, სიტყვა „მხოლოდ“ ნამდვილად კომიკურად ჟღერს. 

Super Truck-ი Ram 1500-ზეა დაფუძნებული. ძარა ერთი და იგივეა, თუმცა სხვა ყველაფერი ახალი გახლავთ. დრამატულია დიზაინი. შეიძლება ითქვას, რომ Super Truck-ი Juggernaut-ს ჰგავს.



Super Truck-ის შექმნისას Apocalypse Manufacturing-მა კორპუსის თითქმის ყველა პანელი ახლიდან შექმნა. ცვლილებები წინიდან იწყება, სადაც ფოლადის ბამპერი, უზარმაზარი ცხაურა და აგრესიული ვიზუალის მაშუქები გვაქვს. ცნობისთვის, ეს Ram-ის მაშუქებია, რომელიც სპეციალური ფორმის პანელშია ჩასმული. იქვეა დამატებული ორი საბუქსირე კაუჭიც.

განსხვავებულია წინა ფრთებიც. ეს დეტალი ისეთი გამოიყურება თითქოს რაღაც მაღლა ექაჩებაო. საშიში ვიზუალის გარდა, ამ დიზაინმა ამორტიზატორის სვლის მანძილიც გაიზარდა. მართლაც, Super Truck-ს 3 მეტრის სიმაღლეზე ახტომის შემთხვევაში მიწაზე უსაფრთხოდ დახტომა შეუძლია. ამ შესაძლებლობას ხელს 22-იანი SFJ დისკებიც უწყობს, რომელზეც 40-იანი საბურავებია გადაკრული.





გიჟური პიკაპის კაპოტის ქვეშ 6.2-ლიტრიანი კომპრესორიანი V8-ა. ეს ზუსტად ის 850 ცხენისძალიანი აგრეგატია, რომელიც Hellcat-ში გვხვდება. სიმძლავრე მუდმივად მომუშავე სრულად ამძრავ სისტემაზე ნაწილდება. მძღოლს კი მართვის რამდენიმე რეჟიმი აქვს: Sport-ი, Drag Race, Baja, Rock და Mud.

როგორ შეაფასებდით მონსტრ პიკაპს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: