Aa Aa
31 ივლისი 2023  |  10:55

Mercedes-Benz CLK GTR-ის ასლი გადაჭრილ E-Class-ზე მეტია

ვიღაცამ CLK GTR-ის ასლი სამხრეთ აფრიკაში ააწყო.

უიშვიათესი და უძვირესი Mercedes-Benz CLK GTR Straßenversion-ი ის ავტომობილია, რომლის ასლის შექმნაც ურთულესია. ერთადერთი საერთო, რაც ამ ავტომობილს სერიულ CLK-სთან ჰქონდა ცხაურა და მაშუქებია. მიუხედავად ამისა, ამ ავტომობილზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა თავისი ოცნების სინამდვილედ ქცევა შეძლო და ასლი მაინც შექმნა.

ჯოან აკერმანი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. მას Alfa Romeo Brera-ს 4-კარიანი ვერსიის პროექტიც აქვს შექმნილი. CLK GTR-ის პროექტი, რომელსაც ის ELK GTR-ს უწოდებს, ერთი მოკრძალებული Mercedes Benz E-Class W210-ით დაიწყო. მისი ძარა ეგზოტიკური ავტომობილის ასლის შესაქმნელად გადაჭრეს. სახურავი და დგარები CLK C208-დან აიღეს. ასე და ამგვარად, 4-კარიანი ავტომობილი კუპედ გადაკეთდა.





კორპუსის პანელის თითოეულ ნაწილს ფორმა ხელით გამოუყვანეს. ეს საკმაოდ რთული სამუშაო გახლდათ, რის შესასრულებლადაც დიდი ცოდნა და გამოცდილება იყო საჭირო. დონორ ავტომობილთან შედარებით, მანქანის გაბარიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროექტის ყველაზე დიდი გამოწვევა ავტომობილის ცხვირი იყო. GTR-ის ფორმის გასამეორებლად გადაკეთდა ამორტიზატორების სამაგრები.

პროექტის ავტორი აცხადებს, რომ თავის ავტომობილს CLK GTR-ისგან ბევრი დეტალი განასხვავებს, თუმცა ის არ ელოდებოდა, რომ მისი ნამუშევარი ავთენტურ მოდელს ასე დაემსგავსებოდა. აკერმანს ამ პროექტის შექმნისას უფრო დიდი მოტივაცია გაუჩნდა და აცხადებს, რომ ის თავის მანქანას ორიგინალ GTR-ს სამომავლოდ უფრო დაამსგავსებს.




სავარაუდოდ, პროექტი წლის ბოლოს დასრულდება. ავტომობილი სრულად ფუნქციური იქნება. გეგმაში მოდელის Mercedes-AMG V12-ით აღჭურვაა. ამისათვის მანქანას შასის მოდიფიცირება დასჭირდება. შრომატევადი სამუშაოს მიუხედავად, შედეგი გასაოცარი იქნება.

როგორ შეაფასებდით ამ პროექტს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: