Aa Aa
29 ივნისი 2020  |  12:12

რჩევები, რომლებიც საწვავის მოხმარების შემცირებაში დაგვეხმარება

საწვავის მოხმარებაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, მძღოლის მართვის სტილიც მნიშვნელოვანი ფაქტორია. საწვავის მოხმარებაზე ავტომობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც აისახება. 

ამ სტატიაში ჩვენ რამდენიმე ზოგად რჩევას გაგაცნობთ, თუ როგორ შევამციროთ საწვავის მოხმარება. გახსოვდეთ, რომ ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უფრთხილდებით თქვენს ავტომობილს. 

 სანამ გზას გაუდგებით

ავტომობილები ნაკლებ საწვავს მოიხმარს, როცა ისინი კარგად მოვლილია: ჩაუტარეთ გეგმიური სერვისები. გამოცვალეთ ზეთი და ჰაერიხ ფილტრები დროულად. ჩვენს წინა სტატიებში გეგმიური სერვისის ჩატარებისთვის საჭირო საგნებსა და დროებზე უკვე გესაუბრეთ. მიყევით სერვისის ცხრილს. ამგვარად, თქვენ საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვს შეამცირებთ. 

შეამოწმეთ საბურავები: საბურავებში სწორი წნევა საწვავის მოხმარებაზე გავლენას ახდენს. ჩვენ საბურავებში წნევის მნიშვნელობასა და გაფრთხილებაზეც უკვე ვისაუბრეთგამოიყენეთ LRR საბურავები. საბურავები, რომლებიც ხახუნის ძალას 10 პროცენტით ამცირებს, საწვავის მოხმარებას დაახლოებით 2 პროცენტით აუმჯობესებს. ახალ ავტომობილებზე ისინი სულ უფრო ხშირად გვხვდება. სხვა შემთხვევაში შესაძენად დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. 

გაითვალისწინეთ წონა: ავტომობილი ზედმეტად არ დატვირთოთ. ყოველ დამატებით 45 კილოგრამზე, საწვავის მოხმარება 1-2%-ით იზრდება. მოერიდეთ ავტომობილის სახურავის დატვირთვას.  

თვალყური ადევნეთ საწვავის მოხმარების მაჩვენებლებს: საწვავის მოხმარების ზრდა იმის ნიშანია, რომ, შესაძლოა, ძრავა გაუმართავია. საწვავის ყოველი შევსებისას შეამოწმეთ ოდომეტრის მაჩვენებლები. დააკვრდით, როგორ ახდენს გავლენას თქვენი მართვის სტილი საწვავის მოხმარებაზე.  

გზად

თქვენი მართვის სტილი საწვავის ეკონომიაზე დიდ გავლენას ახდენს. შემდეგი რჩევების გათვალისწინებით, თქვენ ავტომიბილსა და საფულეს გაუფრთხილდებით:

მართეთ მშვიდად და თანაბრად: ყვითელის მერე შუქნიშნის მწვანე სიგნალი რბოლის დაწყების ნიშანი არაა. მაღალ სიჩქარეზე მართვა და სწრაფი დაძვრა საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვს ზრდის. 120კმ/სთ სიჩქარით სიარულის ნაცვლად, 105კმ/სთ სიჩქარით სიარული საწვავის ეკონომიას 20%-ით აუმჯობესებს. თანაბარი მართვა შესამჩნევ თანხას დაგიზოგავთ. 

არ დატოვოთ ძრავა 1 წუთზე დიდხანს ანთებული: ასეთ მდგომარეობაში ავტომობილი დამატებით საწვავს მოიხმარს. ძრავის ჩაქრობა და თავიდან დაქოქვა გაცილებით ნაკლები საწვავი დაგიჯდებათ. არსებობს ავტომობილები ე.წ. "Stop-Start" ტექნოლოგიით, რომლებიც მუხრუჭიდან ფეხის აღების შემთხვევაში ძრავას თავად აქრობს. ეს ტექნოლოგია ძირითადად ჰიბრიდებზეა ხელმისაწვდომი, თუმცა, ნელ-ნელა ბენზინის ძრავიან ავტომობილებშიც ინერგება.  

გააჩერეთ ავტომობილი ჩრდილში: ამგვარად, თქვენი ავტომობილის სალონი უფრო გრილი დარჩება და ცხელ ზახულში საწვავის აორთქლებასაც მინიმალურამდე შეამცირებთ.  

იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ საწვავის ეკონომიის გაუმჯობესებაში. ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ არა მხოლოდ საწვავის მოხმარებას შეამცირებთ, არამედ თქვენს ავტომობილს სიცოცხლესაც გაუხანგრძლივებთ. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ისევ თქვენს საფულეზე დადებითად აისახება. 

გაზიარება: