Aa Aa
8 ივნისი 2020  |  14:34

4 რამ საბურავების წნევაზე, რაც უნდა გავითვალისწინოთ

თქვენი ავტომობილის კარგ მდგომარეობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბურავებში საჭირო წნევის შენარჩუნებაა.

რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის. დამწყები მძღოლების უმეტესობა, სამწუხაროდ, საბურავებში წნევას ყურადღებას არ აქცევს. თანაც 2007 წლის ზემოთ გამოშვებულ ყველა ავტომობილს საბურავებში წნევის მონიტორინგის სისტემა აქვს. მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. რაც მთავარია, საბურავებში წნევის ანთებული სიგნალი უყურადღებოდ არასდროს უნდა დავტოვოთ.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ავტომობილის და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის უნდა გავითვალისწინოთ:

1. გაითვალისწინეთ თქვენი ავტომობილისთვის რეკომენდირებული წნევა

სანამ წნევას შეამოწმებთ, უნდა იცოდეთ, რა არის თქვენი ავტომობილისთვის საჭირო მაჩვენებელი. ბევრ საბურავზე ნახავთ წარწერებს Max ან Cold Press. თუმცა, ეს წნევა თქვენს საბურავებში არ უნდა გამოიყენოთ. რეალურ საჭიროებას მძღოლის მხარეს კარზე ნახავთ. ეს არის ავტომწარმოებლის მიერ რეკომენდირებული წნევა, რომელიც მანქანის გაბარიტებისა და საბურავის ზომის მიხედვითაა გათვლილი.

2. ფრთხილად შეცვალეთ წნევა

გემოვნებაზე არ დაობენ და ზოგ ადამიანს საბურავებში წნევის უაზროდ შეცვლა უყვარს. ამგავარად ისინი უფრო რბილი ან უხეში მართვადობის მიღებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს რეკომენდირებული არ არის. თუ მაინცდამაინც მეტი წნევის სურვილი დაგძლევთ, ეცადეთ, ავტომწარმოებლის მიერ რეკომენდირებულს სულ მცირედით გადააჭარბოთ. ბევრ მანქანას დღეს საბურავში წნევის გამაფრთხილებელი სიგნალი აქვს, რომელიც მაშინ ირთვება, თუ სტანდარტულ კრიტერიუმს 25%-ით გადააჭარბებთ. ყურადღება მიაქციეთ ამ სიგნალს.

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტი წნევა იქნება საბურავში, დისკები ნაკლებად დაზიანდება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მეტი წნევაც შესაძლოა იმდენად საზიანო აღმოჩნდეს რამდენადაც ნაკლები. ავტომობილის დასაშვები წონით დატვირთვისას კარგი იქნება, თუ წნევას 0.2 ბარით გავზრდით.

სავურავის პროტექტორის ცენტრის ცვეთა გადაჭარბებულ წნევზე მიუთითებს. გვერდების კი დაბალ წნევაზე.


3. ჰაერის წნევა ტემპერატურაზეა დამოკიდებული

სწორი შედეგის მისაღებად, წნევა შეამოწმეთ მაშინ, როცა საბურავები ცივია. თუ საბურავები ცხელია, მაშინ ცოტათი ნაკლები წნევა დაამატეთ და შეამოწმეთ თავიდა, როცა საბურავები ცივი იქნება.

სიცივეში წნევა გაცილებით ხშირად უნდა შეამოწმოთ. ტემპერატურის ყოველი 10 გრადუსით ვარდნინსას, საბურავებში წნევა 0,07 კგ/ სმ-ით იკლებს. 

4. დაბალი წნევისგან საბურავები ზიანდება

აბურავის დაბალ წნევაზე სიარულმა შესაძლოა გვერდულას გადახრა გამოიწვიოს. სულ მცირები გადახრაც კი საბურავის რეზინის დაზიანებას იწვევს. ბოლოს გვერდულა იმდენად დაიხრება, რომ შიდა ბოლოები ერთმანეთს შეეხება და რეზინის მტვერისთვისაც დიდი ადგილი დარჩება. ასე საბურავი მთლიანად განადგურდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ თქვენი ავტომობილი 2007 წლის ზემოთაა გამოშვებული, მაშინ ის საბურავში დაბალ წნევაზე აუცილებლად შეგატყობინებთ.

ჰაერის წნევის შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი წნევა ბევრ ფაქტორზე ახდენს გავლენას. მაგალითად, საწვავის მოხმარებაზე, საბურავის ცვეთასა და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ამიტომ, მუხრუჭების და სხვა დეტალების შემოწმების მსგავსად, გეგმიური ტექნიკური მომსახურების ნაწილად საბურავებში წნევის შემოწმებაც უნდა ვაქციოთ.

გაზიარება: