Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  15:07

Top 10 სუპერვარსკვლავი ავტომობილი

სუპერვარსკვლავის ხსენებაზე, რა თქმა უნდა, პირველი ავტომობილი არ გვახსენდება, მაგრამ რამდენიმე მათგანი „ჰოლივუდის“ ლეგენდა ნამდვილად გახდა. ავტომობილებს ხშირად ფილმებში მნიშვნელოვანი და მთავარი როლიც უჭირავს. როგორ წარმოგიდგენიათ ჯეიმს ბონდი „ასტონ მარტინის“ გარეშე, ან ბეტმენი ბეტმობილის გარეშე?

ამ Top 10-ში თქვენ იხილავთ 10 ავტომობილს, რომლებმაც მაყურებელს თავი სხვადასხვა მიზეზით დაამახსოვრა და შეაყვარა.

Gigahorse, „შეშლილი მაქსი“

ამ ფილმში ბევრი ინოვაციური ავტომობილია გამოყენებული. მათ შორის გამოირჩევა Gigahorse. ეს ავტომობილი სრულიად კომპიუტერულ გრაფიკაში აწყობილს ჰგავს, მაგრამ ეს ასე არაა. ორადგილიანი '59 Cadillac-ი დგას სატვირთოს ძირზე. ზემოდან ადგას 2 V-8-ძრავიანი „შევროლე“.

ეს მანქანა ფილმში ბევრ ტრიუკს ნამდვილად არ ასრულებს, მაგრამ მხოლოდ იმის ყურებაც კი სასიამოვნოა, თუ როგორ მიდის ის უდაბნოს ქვიშაში.

ყველაზე შთამბეჭდავია ფილმის ბოლო სცენები, როცა მაქსი და იმპერატორი ფურიოსა საბოლოოდ დაამარცხებენ უკვდავ ჯოს, რომელიც ამ მანქანას ატარებს.

1969 წლის Mustang-ი, „ჯონ ვიკი“

კიანუ რივზის ყველაზე დასამახსოვრებული სცენა ფილმიდან ჯონ ვიკი შესაძლოა ლოს ანჟელესის ავტობუსში ყოფილიყო გადაღებული. მაგრამ არა... კიანუ ყველაზე კარგად „მუსტანგში“ გამოიყურება.

ფილმში „მუსტანგი“ იდენტიფიცირებულია, როგორც Boss 429, მაგრამ ეს შეცდომაა. ნამდვილი Boss ‘9 იშვიათია და ძირითადად კოლექციებში გვხვდება. 2015 წელს ერთი მათგანი აუქციონზე $550,000-ად გაიყიდა. გადამღებმა ჯგუფმა სავარაუდოდ '69 Mustang Mach 1 გამოიყენა 390 V-8 ან 428.

აღსანიშნავია, რომ კიანუმ სპეციალური მართვის სკოლა გაიარა და ფილმში ,,მუსტანგი“ დუბლიორის ნაცვლად თვითონ მართა.

Bluesmobile, 1974 წლის Dodge Monaco, „ძმები ბლუზები“

„ბლუზმობილი“ შეიძლება არ არის „ბეტმობილი“, მაგრამ  მაუნთ პროსპექტის პოლიციის ავტომობილი ისეთივე დასამახსოვრებელია, როგორც ჯეიკის და ელვუდის ჩაცმულობა.  

ავტომობილი აღჭურვილია „440 მაგნუმის“ ძრავით. მანქანა ხტება გასახსნელ ხიდზე, ტრიალდება ჰაერში და ცოტა ხნით ფრინავს კიდეც, თუმცა, მას ერთი ნაკლი აქვს: არ მუშაობს სიგარეტის ასანთები. ამ ფილმის გადასაღებად 13 მსგავსი ავტომობილი გამოიყენეს, რომლებიც კალიფორნიის საპატრულო პოლიციისგან შეიძინეს.

1974 წლის Dodge Monaco მხოლოდ პირველ ფილმშია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებებისას მაშინდელი რეკორდული მაჩვენებელი - 103 ავტომობილი დაამტვრიეს.

1992 Ford Explorer XLT UN46, „იურული პერიოდის პარკი“

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გამოყენებული ავტომობილები „ჯიპებს“ ჰგავს, ისინი Ford Explorer-ებია და მთელი მოქმედება ძირითადად მათ გარშემო ვითარდება. ეს მანქანები ყველგანმავალს ნამდვილად არ ჰგავს, მაგრამ ისინი „იურული პერიოდის პარკის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ფილმმა ბევრი გულშემატკივარი შთააგონა, შეექმნათ მსგავსი ავტომობილი. ზოგ მათგანს წლებიც დასჭირდა საკუთარი ავტომობილების მსგავსად შესაღებად.

მანქანის ავტომატიკურობის ილუზიის შესაქმნელად, საბარგულში მძღოლი იმალებოდა. იქ  ის უყურებდა მონიტორს, რომელიც გარეთ არსებული 2 კამერის კადრებს აჩვენებდა. ფილმში 6 ასეთი მანქანა გამოიყენეს, რომლებიც პრეისტორიულ მტაცებლებს დაამტვრევინეს. გადაღებების ბოლოს სამი ნაგავსაყრელი მანქანების ნაწილებით იყო სავსე.

1971 წლის Volkswagen T2 Microbus-ი, „პატარა მის ბედნიერება“

ფილმში დისფუქნციური ოჯახი ნიუ მექსიკოდან კალიფორნიაში ყვითელი ფერის VW ავტობუსით მოგზაურობს, იმისთვის, რომ პატარა ოლივია „მის ბედნიერების“ კონკურსზე გაიყვანონ.

ფილმის დაუვიწყარი სცენაა, როცა ოჯახი მიკროავტობუსს აწვება და გრეგ კინერი მანქანაში სიჩქარის გადასართავად ხტება. გადაღებებზე ხუთი ასეთი ავტობუსი გამოიყენეს.

SAG Award-ის მოგების შემდეგ კინერმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: „მადლობა „ფოლკსვაგენის“ ინჟინრებს, რომ 1969 წელს ასეთი ლამაზი, კომფორტული და უსაფრთხო ავტომობილი შექმნეს“.  

2008 წლის Audi R8, „რკინის კაცი“

ფილანტროპისტ, გენიოს, მილიარდელ ფლეიბოის სჭირდება მისი ტექნოლოგიებისთვის შესაფერისი ავტომობილიც. 2008 წლის Audi R8-ს 420 ცხენისძალა, 4.2 ლიტრიანი V-8 ძრავა აქვს, რომელიც 100კმ/სთ-ამდე 4.6წმ-ში ადის. მისი სტრუქტურა ალუმინისა და მაგნიუმისგანაა აგებული. „აუდიმ“ შეძლო რეჟისორი ჯონ ფაროუ დაერწმუნება ამ მანქანის ფილმში გამოყენებაზე.

ბოლო ბრძოლის დროს უნდა ყოფილიყო სცენა, სადაც შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ტონი სტრაკი R8-ს ატარებს. ის მოწინააღმდეგეს უნდა დაჯახებოდა. მანქანა უნდა გადმოყირავებულიყო და შემდეგ ის რკინის კაცს შუაზე გადაეტეხა. ავტომობილის გადატეხვა ვერ შეძლეს, რის შემდეგაც სცენარის შეცვლა მოუწიათ  ფილმის შემდეგ Audi R8 იყო ცნობილი, როგორც „რკინის კაცის მანქანა“.

1964 წლის Aston Martin DB5, „გოლდფინგერი“ 

ჯეიმს ბონდის ავტომობილების ისტორია იწყება 1964 Aston Martin DB5-ით, რომელსაც აგენტი 007 Goldfinger-სა და Thunderball-ში ატარებს. ყოველგვარი ჯაშუშური მოდიფიკაციების გარეშეც DB5 ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, თუმცა, სპეცეფექტებმა ეს ავტომობილი ლეგენდად აქცია. ყველაზე საინტერესოა რუკა ბონდის ავტომობილის ეკრანზე, რომელიც დღევანდელი ნავიგაციის სიტემის წინასწარმეტყველებაა.  

რა გავლენა მოახდინა ბონდის ავტომობილმა მაყურებელზე? ამ ფილმებში გამოყენებული „ასტონები“ აუქციონზე 4.6 მილიონ დოლარად იყიდება.

1981 წლის DeLorean DMC-12, „უკან მომავალში“

DeLorean-ი ბევრი ჩვენგანის ბავშვობის ოცნების მანქანაა, რომელმაც პოპულარობა ფილმ „უკან მომავალშის“ წყალობით მოიპოვა. გარეგნულად John DeLorean - ის DMC-12 უჟანგავი ფოლადის მანქანაა, რომელიც ლეგენდარულმა ჯორჯეტო ჯუჯარომ შექმნა.

მიუხადავად მისი სპორტული ექსტერიერისა, „დელორეანი“ სურაც არ არის სუპერმანქანა. მას აქვს 130 ცხენის ძალა და 2.9-ლიტრიანი V-8 ძრავა. მიუხედავად ამისა, ფუტურისტულმა გარეგნობამ ეს ავტომობილი ლეგენდად აქცია. იქედან გამომდინარე, რომ ფილმში ის დროის მანქანაა, მისი რეალური მონაცემები მაყურებლებისთვის ნაკლებად საინტერესოა. გადამღებმა ჯგუფმა მანქანის V-6 ძრავა Porsche 928-ის V-8 ძრავით ჩაანაცვლა, რაც მარტი მაკფლაის 142კმ/სთ სიჩქარის განვითარებასა და 1955 წელში დაბრუნებაში დაეხმარა.

Batmobile/Tumbler, „ბეტმენი: დასაწყისი“

„ბეტმობილი“, ჯეიმს ბონდის მანქანების მსგავსად, წლებია პოპულარობას ინარჩუნებს. ის ბევრი ბავშვისა თუ ზრდასრული ადამიანის ოცნების მანქანაა.

Batmobile/Tumbler კრისტოფერ ნოლანის ფილმებში „ბეტმენი: დასაწყისი” და „შავი რაინდი“ არის ვიზუალურად და ტექნიკურად ყველაზე დახვეწილი მანქანა ჯორჯ ბარისის 1960-იანების ვერსიის შემდეგ. ტანკის მსგავსი Tumbler-ი 100კმ/სთ-მდე ხუთ წამში ადის. მთლიანად მანქანას 65 კარბონის ნაწილი აქვს.

ის, რაც ამ მანქანას განსაკუთრებულად ხდის ის ფაქტია, რომ ის მთლიანად ნამდვილია და არა კომპიუტერული გრაფიკა.

1970 წლის Dodge Charger-ი, „ფორსაჟი“

კლასიკური 1968-70 ნამდვილი სუპერვარსკვლავია. მას რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ყველაზე წარმატებული მისთვის 2000-იანი წლები აღმოჩნდა, როცა ის ვინ დიზელის პერსონაჟმა ქუჩის რბოლებისთვის გამოიყენა.

ფილმში მანქანა, რომლიც ბავშვობაში დომენიკ ტორეტომ და მამამისმა ააწყვეს, ავტოფარეხში დიდხანს იდგა. მამის გარდაცვალების შემდეგ ტორეტომ უარი თქვა ამ მანქანით სარგებლობაზე, რადგან მისი ეშინოდა. ბრაიან ო’კონორის გამოჩენა ყველაფერს ცვლის. ამ ავტომობილისთვის ერთ-ერთი ეპიკური სცენაა ფილმის პირველ ნაწილში ვინ დიზელის პერსონაჟის პოლ უოკერის პერსონაჟთან დაპირისპირება, რომელიც Supra-ს ატარებს.

Dodge Charger R / T ფილმში აღჭურვილია ყალბი ჩაბერვის კომპრესორით, რომელიც BDS 8-71-დან იღებს სათავეს. მისი დიდი უკანა საბურავებით და უზარმაზარი ძრავით, ამ ავტომობილმა 2000-იან წლებამდე დაკარგული პოპულარობა მაშინვე დაიბრუნა.

გაზიარება: