Aa Aa
7 თებერვალი 2021  |  13:00

ელიტური სედანების მეფე: E38 BMW 7 Series (1994-2001)

Audi-ს ჰყავს A8, Mercedes-ს S Class-ი, BMW-ს კი მეშვიდე თაობა. გერმანულ „დიდ სამეულს“ სხვა ბრენდების პროდუქტები ნაკლებად ადარებს. ისინი ძირითადად ერთმანეთთან კონკურენციის გაწევაზე არიან ორიენტირებულნი. ჯანსაღი კონკურენცია კი კარგი მომხმარებლებისთვისაა. სამი გუნდი ერთმანეთს საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის ეჯიბრება, მოგებული კი მომხმარებელი რჩება. გარდა გარე კონკურენციისა, მეშვიდე სერიას მეტოქე მეხუთე სერიის სახითაც ჰყავდა. ამიტომ ის კიდევ უფრო განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო.

1994 წლის აპრილში E38 BMW 7 Series გამოჩნდა და მან სამეფო ტახტი E32-ს წაართვა. ეს იყო რევოლუციური ავტომობილი, რომელიც E32-ის წარმოებით მიღებულ გამოცდას იზიარებდა. ეს ავტომობილი იყო ყველაფერი, რაც მომხმარებლებს მოსწონდათ. მიმზიდველი ექსტერიერი და ტევადი სალონი. BMW-ს მასის 50/50 განაწილების გამო, მისი მართვა კიდევ უფრო სასიამოვნო იყო.

E38 იყო პირველი ავტომობილი, რომელსაც გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები ჰქონდა. გარდა ამისა, ის იყო პირველი ევროპული ავტომობილი, რომელშიც სატელიტური ნავიგაცია იყო ინტეგრირებული. სალონში ტელევიზორი იმ დროისთვის უდიდეს ფუფუნებად მიიჩნეოდა.  

ძრავა

პირველი მოდელები 1994 წელს გამოჩნდა - 730i და 740i. მათ 3- და 4-ლიტრიანი V8 ძრავა ჰქონდა.

730i-ს ძრავა 215 ცხენის ძალასა და 290ნმ-ს გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე 8.3 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 235კმ/სთ. 730i 1725 კგ-ს იწონიდა. ეს მოდელი უკანაწამყვანი იყო. გადაცემათა კოლოფი - 5-სიჩქარიანი მექანიკური.

740i-ის ძრავა 282 ცხენის ძალასა და 400ნმ-ს გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე 6.9 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ. წონა - 1790 კგ. ეს მოდელიც უკანა წამყვანი იყო და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იმართებოდა.

ეს ავტომობილი 1994-2001 წლებში გამოდიოდა. ამ წლებში ძრავამ ცვლილებები განიცადა. ყველა მათგანზე ერთ სტატიაში დეტალურად ვერ გესაუბრებით, მაგრამ შეგვიძლია ცხრილის სახით შემოგთავაზოთ.

მოდელი

  ძრავა

 ცხენის ძალები

მაბრუნი მომენტი

   წლები

წარმოება

L7

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

 490ნმ

1996–1998

462

L7

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

 490ნმ

1998–2001

437

750iL S

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

490ნმ

1995–1998

253

750iL S

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

490ნმ

1998–2001

344

750iL P

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

490ნმ

1998–2001

85

750iL

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

490ნმ

1995–1998

11038

750iL

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

490ნმ

1998–2001

4039

750i

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

490ნმ

1995–1998

6888

750i

5.4 L M73
V12

322 ცხენის ძალა

490ნმ

1998–2001

1671

740iL P

4.4 L M62
V8

282 ცხენის ძალა

440ნმ

1998–2001

151

740iL

4.0 L M60
V8

282 ცხენის ძალა

400ნმ

1994–1996

12402

740iL

4.4 L M62
V8

282 ცხენის ძალა

420ნმ

1996–1998

40655

740iL

4.4 L M62
V8

282 ცხენის ძალა

440ნმ

1998–2001

38223

740i

4.0 L M60
V8

282 ცხენის ძალა

400ნმ

1994–1996

33322

740i

4.4 L M62
V8

282 ცხენის ძალა

420ნმ

1996–1998

28272

740i

4.4 L M62
V8

282 ცხენის ძალა

440ნმ

1998–2001

27259

735iL

3.5 L M62
V8

232 ცხენის ძალა

320ნმ

1996–1998

3863

735iL

3.5 L M62
V8

235 ცხენის ძალა

345ნმ

1998–2001

3100

735i

3.5 L M60
V8

232 ცხენის ძალა

320ნმ

1996–1998

12971

735i

3.5 L M62
V8

235 ცხენის ძალა

345ნმ

1998–2001

8510

730iL

3.0 L M60
V8

215 ცხენის ძალა

290ნმ

1994–1996

2137

730i

3.0 L M60
V8

215 ცხენის ძალა

290ნმ

1994–1996

20876

728iL

2.8 L M52
inline-6

190 ცხენის ძალა

280ნმ

1995–1998

1915

728iL

2.8 L M52
inline-6

190 ცხენის ძალა

280ნმ

1998–2001

4901

728i

2.8 L M52
inline-6

190 ცხენის ძალა

280ნმ

1995–1998

26171

728i

2.8 L M52
inline-6

190 ცხენის ძალა

280ნმ

1998–2001

12776

 

დიზელის ძრავები 

ამ ავტომობილის მართვადობის დონე დღევანდელი სტანდარტებითაც კი საუკეთესოა და ბევრ ელიტურ სედანს ჯობია. მისი მოქნილობა და დინამიკურობა დღესაც ყველას აოცებს. დაკიდების სისტემას „ფანტასტიკურად“ აფასებენ. სიარულისას არ იგრძნობა, რომ 5-მეტრიან ავტომობილში ზიხართ. სალონის კომფორტულობა კი ყველაფერს გავიწყებთ. 

ექსტერიერი და ინტერიერი

ამ რევოლუციურ ავტომობილს ფასიც შესაფერისი ჰქონდა. მისი შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. მაგალითად, რომელიმე დიდი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც თქვენი სამსახურიდან დათხოვნა, ან მიღება შეეძლო. ეს ავტომობილი იყო ყველაფერი, რაც ასე ძალიან უყვარდათ და ეზიზღებოდათ კაპიტალიზმში. ამ ავტომობილის ექსტერიერს უყურადღებოდ ვერავინ დატოვებდა და დღესაც გზებზე მისი გამოჩენა დიდ ყურადღებას იქცევს. 1997 წლის მოდელი ჯეიმს ბონდის ფილმის გმირიც კი გახდა.

BMW ამ ავტომობილებს თვლების მოკლე და გრძელ ბაზაზე გვთავაზობდა. iL ვერსიები გრძელ ბაზაზე იყო. არსებობდა კიდევ უფრო გრძელ ბაზაზე ლიმუზინი L7 ვერსიაც.

სალონში ტყავი და ხე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწმის. გასაკვირი არაა, რომ მასში წინა და უკანა სავარძლის მგზავრებისთვის საკმარისზე მეტი სივრცეა. ავტომობილში როცა ჯდები, მონაცემთა დაფასთან პირველად პატარა ეკრანებს ამჩნევ. ეს ეკრანები ინფორმაციას გაწვდის ან მიგითითებს. მაგალითად, გეუბნება, რომ ღვედი შეიკრა. მალევე სხვა უცნაური დეტალებიც გხვდება, რომლებსაც ამ ეპოქის სხვა ავტომობილებში ვერ შევხვდებით. მაგალითად, საფერფლე საკმაოდ უცნაურად ამოდის. ასევე მობილური ტელეფონიც გაქვთ, რომელზეც BMW-ს ლოგოს არა ერთ ადგილას ნახავთ. თითქოს, BMW ყოველ წამს გახსენებთ, საიდან გაქვთ ეს მობილური. მობილური ცენტრალურ კონსოლზეა მოთავსებული. ეს კონსოლი ყველასგან განსხვავებულია. იქ არამხოლოდ ნივთების შესანახი ადგილია, არამედ გადაადგილდება იმისთვის, რომ ხელი მასზე რაც შეიძლება კომფორტულად დადოთ. ამ ავტომობილის სალონში ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ყველაზე ხარისხიანად აწყობილ ავტომობილში სხედხართ.

2001 წლის მოდელს უკანა სავარძლების გათბობაც აქვს, რომლებიც ღილაკით რეგულირდება. წინა სავარძლებს უკანა მხარეს ნივთებისთვის შესანახი სივრცეები გააჩნია, რომლებიც თითის დაჭერით გამოდის. მაგალითად, სათვალის შესანახი. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ყუთი უკანა სავარძლების თავის დასადებში ინახება. საინტერესოა, რომ წამლებთან ერთად ყუთში სახელმძღვანელოც დევს, რომელიც პირველადი დახმარების განხორციელებას გასწავლით. თუნდაც იმ შემთხვევში, თუ მწერი გიკბენდათ.

ამ მოდელს საბარგულზე დიაგრამაც აქვს, რომელიც გვიჩვენებს საბარგულში გოლფის 4 ჩანთა როგორ უნდა მოთავსდეს. ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, თუ ვისზე იყო გათვლილი ეს მოდელები. საბარგულში კიდევ ბევრი რამ იმალება, მაგალითად, CD ჩეინჯერი. საინტერესო ისაა, რომ საბარგულში ყველაფერი მაგნიტით არის დამაგრებული და არა ჩვეულებრივი პლასტმასებით, ისე, როგორც სხვა ავტომწარმოებლების პროდუქტების შემთხვევაში.

სპეციალური მოდელები

1997-2001 წლებში BMW ლიმუზინს ყიდდა, რომელსაც L7 ერქვა. ეს ვერსია iL ვერსიებზე გრძელი იყო. ჯამში 5.37 მეტრი. მას უკანა ადაპტირებადი სავარძლები, ტელევიზორი, მაცივარი, ვიდეო ფლეიერი, ფაქსის აპარატი და ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ადამიანს თავი ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ნომერში ეგრძნო.  

ის 750iL-ზე იყო დაფუძნებული. 12-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ. ყველა ბაზარზე ხელმისაწვდომი არ იყო და სულ რაღაც 899 ეგზემპლარად გამოვიდა. 2000-2001 წლის მოდელებს სალონში შუშა ჰქონდა, რომელიც მგზავრებს მძღოლისგან აცალკევებდა.  

აღჭურვილობა

როგორც უკვე აღვიშნეთ, თავის დროზე ეს ავტომობილი მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ ავტომობილში იყო ყველაფერი, რისი მიღებაც იმ დროისთვის შეიძლებოდა.

ზოგიერთ მოდელს უკანა ბამპერში რადარული პარკირების სენსორები აქვს. აღჭურვილობების სია გრძელია: ჭკვიანი ჩაჭიდების კონტროლი, ტყავის სავარძლები ადაპტური ელექტრო კონტროლით, ალუმინის შენადნობი დისკები, ABS, 6-დინამიკიანი სისტემა და ეს ყველაფერი არაა.

ამ ავტომობილს საჭის გათბობა, საბურავების წნევის კონტროლი და კლიმატ კონტროლიც აღჭურვილობაშიც შედის. უსაფრთხოების ბალიშები ავარიის შემთხვევაში გვერდიდანაც იხსნება.

 

დასკვნა

E38 BMW 7 Series ნამდვილი ლეგენდაა. ის დღესაც ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართვადი ელიტური სედანია. მისი გზებზე გამოჩენა კი ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. მისი ყველა დეტალი იმაზე მიუთითებს, რომ ის თავის დროზე ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. რევოლუციური ავტომობილი უამრავი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. სალონშიც და საბარგულშიც ნივთებისთვის საკმარისი სივრცეა. 1994-2001 წლებში ის ბევრისთვის საოცნებო ავტომობილი იყო და ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის დღემდე ასეა. 

გაზიარება: