ქურდობა, ფორდი, ფორდ მუსტანგი, ფორდ ბრონკო, ფორდ ეფ-150, ავტონაწილები
Aa
Aa

Ford-ის თანამშრომელმა ქარხნიდან მილიონობით დოლარის ნაწილები მოიპარა

Ford-ის თანამშრომელი და დანაშაულში ბრალდებული კიდევ სამი პირი, მილიონობით დოლარის ღირებულების ნაწილების მოპარვისთვის დააკავეს. პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, კომპანიის თანამშრომელი Ford-ის სხვადასხვა ქარხნიდან ნაწილებს იპარავდა და მესამე პირის დახმარებით, მათ, ავტომაღაზიის საშუალებით ყიდდნენ.

გამომძიებლების ცნობით, დანაშაული მის აღმოჩენამდე ორი წლით ადრე დაიწყო. ამ პერიოდში, ბრალდებულებმა, ქარხნებიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ნაწილები გაიტანეს. რამდენიმეთვიან გამოძიებაში, Ford-ის გლობალური უსაფრთხოების გუნდიც მონაწილეობდა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მაღაზია „იატაკიდან ჭერამდე“ ავტონაწილებით იყო ავსებული.

სავარაუდოდ, თანამშრომელმა Ford-ის სამი ქარხნიდან: Flat Rock-ის ასაწყობი ქარხანა, Ford Rouge Complex-ი და მიჩიგანის ასაწყობი ქარხანა, კაპოტები, მაშუქები, ბამპერები, მაშუქების ნაწილები, სხვა ნივთები მოიპარა. ავტომწარმოებელი ამ ობიექტებში F-150-ს, Ranger-ს, Bronco-სა და Mustang-ს აწარმოებს.

გამომძიებლებს ბრალდებულების ვინაობა არ გაუმჟღავნებიათ. თუმცა ცნობილია, რომ ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. სავარაუდოდ, ავტონაწილების მოპარვის გარდა, მათ კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვისაც წაუყენებენ ბრალდებას.

 

მსგავსი სიახლეები