Aa Aa
28 დეკემბერი 2020  |  18:52

Lamborghini და ვირტუალური რეალობის სათვალეები საშობაო უქმეებს ასატანს ხდის

გულის გამათბობელი სიუჟეტი სიტყვების გარეშე.

უსარგებლო, თუმცა, აუცილებელია კიდევ ერთხელ აღნიშვნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ არამხოლოდ სრულიად საავტომობილო ინდუსტრიაზე, არამედ ჩვენს პირად ურთიერთობებზეც იქონია უარყოფითი გავლენა. ზოგი ქვეყანა ცხოვრების ძველებურ სტანდარტებს უბრუნდება, ზოგიც ვაქცინის ტესტირების და განხორციელების სტადიაშია, ზოგ ქვეყანაში კი ჯერ კიდევ ეპიდემიოლოგიური პიკია.

Covid-19-ის შესაჩერებლად მკაცრი საკარანტინო ზომები და სოციალური დისტანცია იქნა მიღებული. ამ ყველაფრის დაცვას კი საშობაო და საახალწლო დღესასწაულები ართულებს. ასეთ მოსაწყენ და ერთფეროვან მდგომარეობაში Lamborghini-მ ახალი საშობაო რეკლამა გაავრცელა.

რეკლამა მოხუცი კაცით იწყება, რომელიც საშობაო საჩუქარს, ვირტუალური რეალობის სათვალეებს იღებს. შემდეგ ის ნივთს ფუნქიონალურად იყენებს, სადაც Lambo-თი სწრაფი მგზავრობის მონაწილეა. VR კლიპის ბოლოს მოხუცი კაცი ავტომობილიდან გადმოდის, ტრიალდება და Lamborghini Huracan Evo-ს ძრავის ხუფზე მჯდომ შვილს ხედავს.

ყველაზე გასართობი და გულის გამთბობი შვილის ჩანაწერია: „ჩვენი გატაცება უფრო მეტია, ვიდრე დისტანცია“. ეს ყველაფერი კი მამასა და შვილს შორის არსებულ სწრაფი ავტომობილების სიყვარულზე მიანიშნებს. მიუხედავად დიალოგების არარსებობისა, კლიპის შემქნელებს საოცრად ატმოსფერული და ემოციური ვიდეო გამოუვიდათ.

ეს რეკლამა გვახსენებს, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს იმედის დაკარგვის უფლება არ უნდა მივცეთ. ყველაფერი ნელ-ნელა უმჯობესდება. მალე ყველანი გზებს და ჩვენს საყვარელ ადამიანებს დავუბრუნდებით.

გაზიარება: