Aa Aa
2 მარტი 2021  |  10:51

1.9 მილიონ Toyota RAV4-ს აკუმულატორის ცეცხლის გაჩენის რისკი აქვს

NHTSA-მ 2013-2018 წლის მოდელების კვლევა გადაწყვიტა.

11 საჩივარის წერილის მიღების შემდეგ, აშშ-ს The National Highway Traffic Safety Administration-მა ღიად განაცხადა, რომ ის Toyota RAV4-ის 2013-2018 წლის მოდელების მდგომარეობას შეისწავლის. საჩივრის წერილების მიხედვით, ავტომობილის ძრავის განყოფილებაში ცეცხლი უჩნდება. კვლევა 1.9 მილიონ ავტომობილს მოიცავს. NHTSA ეჭვობს, რომ პრობლემის სათავე 12-ვოლტიანი აკუმლატორია, რომლის გაუმართაობაც ელექტროობის უცაბედი გათიშვით, ან ცეცხლის გაჩენით გამოიხატება.

11 საჩივრის წერილიდან 7-ში წერია, რომ ცეცხლი მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა. დანარჩენი ოთხი მაგალითის მიხედვით კი ცეცხლი ჩამქვრალ ავტომობილს გაუჩნდა. მოძრავი მანქანების შემთხვევაში მძღოლებმა, ხანძრის გაჩენამდე, ძრავის გათიშვაზეც გაამახვილეს ყურადღება. საბედნიეროდ, ამ პრობლემას უბედური შემთხვევები არ მოჰყოლია.

NHTSA-ს მიხედვით, რამდენიმე შემთხვევაში პრობლემის გამომწვევი მიზეზი უვარგისი ბატარეის მონტაჟი ან ავტომობილის წინა ნაწილში ავარია და შემდგომ, არასწრორი შეკეთება გახდა.

მანქანები ჯერ არ გაუწვევიათ, თუმცა, მოსამზადებმა ღონისძიება და კვლევა შესაძლოა გაწვევითაც დასრულდეს.

გაზიარება: