კორონავირუსის პანდემია, გუდვუდის ფესტივალი
Aa
Aa

კორონავირუსმა „გუდვუდის ფესტივალამდეც“ მიაღწია

Goodwood Festival of Speed კორონოვირუსის გამო გადაიდება.

ღონისძიება 9-12 ივლისს იყო დაგეგმილი. ორგანიზატორების თქმით, ახალი თარიღი ცნობილი მალე გახდება და ის ან ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე ჩატარდება. შეძენილი ბილეტები ფესტივალის ჩატარებამდე მოქმედი დარჩება.

„დიდ ხანს განვიხილავდით იქნებოდა თუ არა ფესტივალის ჩატარება 12 ივლისს შესაძლებელი. კორონავირუსის საფრთხის გამო, არ ვიცით სიტუაცია იმ დროისთვის რამდენად იქნება გამოსწორებული. ამიტომ, სამწუხაროდ, ღონისძიება უნდა გადაიდოს...

ცუდი დროა, მაგრამ ესეც გაივლის. ჩვენ „გუდვუდის“ ფესტივალზე ისევ შევხვდებით და ეს იქნება მსოფლიოში „ყველაზე დიდებული ღონისძიება““. - განაცხადა რიჩმონდის ჰერცოგმა.

Goodwood Festival of Speed პირველი ღონისძიება არაა, რომელიც გადაიდო. კორონავირუსმა ავტოშოუებს, ფორმულა 1-ს და ლე-მანს უკვე შეუტია. რა იქნება შემდეგ კი ზუსტად ჯერ არავინ იცის.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები