კორონავირუსმა ლე-მანსაც შეუტია
ლე-მანის 24 საათიანი რბოლის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის ღონისძიება, რომელიც 13-14 ივნისს იყო დაგეგმილი, გადაიდო და 19-20 სექტემბერს გაიმართება.
„დღეს საფრანგეთში და მთელს მსოფლიოში კორონავირუსის შეჩერების მიზნით გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. რბოლის ორგანიზატრომა Automobile Club de l'Ouest -მა გადაწყვიტა, რომ გადადოს ღონისძიება, რომელიც 13-14 ივნისს უნდა გაამრთულიყო.
Automobile Club de l'Ouest-ის პრეზიდენტის პიერ ფილონის განხცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე , რბოლის გადადება ყველაზე კარგი გამოსავალია.
„უპირველეს ყოვლისა ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ ჩავაგდებთ. დღეს ყველაზე მნიშნელოვანი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა. ჩვენი ფიქრები იმ ექიმებთანაა, რომლებიც ჩვენს გადასარჩენად თავდაუზოგავად შრომობენ". - ამბობს პიერ ფილონი.
„სილვერსტოუნის“ სეზონის გამხსნელი შემდეგი რბოლა „მონცაზე“ 4 ოქტომბერს და პირველი არაევროპული რბოლა კი 1 ნოემბერს „ფუჯიზე“ უნდა გამართულიყო.