Aa Aa
11 ივნისი 2021  |  10:44

დიდ ბრიტანეთში 2020 წელს ავტომობილის ქურდობები 14.5%-ით შემცირდა

პოლიციის მონაცემებით 2020 წელს უფრო ნაკლები ავტომობილი მოიპარეს, ვიდრე 2019 წელს. ლოქდაუნის დროს მფლობელები საკუთარ ავტომობილებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

ავტომობილის ქურდობები დიდ ბრიტანეთში 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 14.5%-ით დაეცა..

პოლიციის 26 დეპარტამენტის თანახმად, გასულ წელს 28 454 ავტომობილი მოიპარეს, 2019 წელს კი 33,289. ცენტრალური საგრაფოების და ინგლისის ჩრდილოეთი ნაწილი ყველაზე მეტად დაზარალდა.

დასავლეთ ბირმინგემში 2019 -2020 წლის მონაცემებით ჯამში ყველაზე მეტი ავტომობილი მოიპარეს. 2020 წელს ქურდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1,375 იყო, 2019 წელს კი 1,730.  ყველზე მეტი მოპარული ავტომობილით ლივერპული მეორე ადგილასაა, შეფილდი კი მესამეზე.

ტოპ 4 ადგილას, ქურდობების რიცხვი შემცირდა.  ქურდობები გაიზარდა დონკასტერში, სენდვოლში, როტერდამსა და ქოვენთრიში.

გაზიარება: