Aa Aa
27 მაისი 2022  |  12:17

ინტერნაციონალი Peugeot 406 Coupe

90-იანი წლების პერიოდი ფლაგმანური Coupe-ებისთვის ოქროს ხანა იყო. ნებისმიერი კომპანია ცდილობდა შეექმნა ისეთი“კუპე“, რომლითაც იამაყებდა. „პეჟომ“ მზგავსი მოდელის შექმნა 406-ის ბაზაზე გადაწყვიტა. ავტომობილს პირველ რიგში განსხვავებული დიზაინი და სტილი სჭირდებოდა, ამ საქმეში კი იტალიელებს კონკურენტი არ ჰყაქვთ, შესაბამისად ფრანგებსა და იტალიელებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო და 1996 წელს Peugeot 406 Coupe ლეგენდარული Pininfarina-ს დიზაინით ვიხილეთ.

Used Peugeot 406 Coupe (1997 - 2003) Review | Parkers

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ფრანგული წარმოების იყო, მისი წარმოება მსოფლიოს უამრავ კუთხეში ხორციელდებოდა. აღნიშნული მოდელი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საფრანგეთში, იტალიაში, ეგვიპტეში, ჩილეში, ინდონეზიაში და ტაილანდშიც კი იწარმოებოდა. ამ ავტომობილის ინტერნაციონალური უნარ-ჩვევები ყველგან აშკარა იყო, იგი ფრანგული წარმოების იყო, იწარმოებოდა მსოფლიოს 6 სხვადასხვა კუთხეში და ყველაზე დიდი გაყიდვები ბრიტანეთში ჰქონდა. 107 000 წარმოებული ერთეულიდან პროპორციულად, რომ ავიღოთ ყველაზე მეტი გაყიდვები ბრიტანეთშია დაფიქსირებული. ამ ფაქტთა ერთობლიობა ავტომობილის პოპულარობაზე მიუთითებს, იმ დროისთვის იმდენად დახვეწილი იყო, რომ ის ყველგან ძალიან მოსწონდათ.

Hommage à Sergio Pininfarina

აგრეგატების არჩევანში ყველაზე ფლაგმანური და ძლიერი 6 ცილინდრიანი 2.9 ლიტრი მოცულობის ძრავა იყო, რომელიც 207 ცხენისძალასა და 280 ნიუტონს გამოიმუშავებდა. 1435 კილოგრამიანი კუპესთვის საკმარისი იყო, იმისათვის, რომ დაბალი ბრუნებიდან სასიამოვნო ხმითა და მკვეთრი აჩქარებით გესიამოვნათ. აღნიშნულ ავტომობილს სპორტული დატვირთვა არ ჰქონია, თუმცა მასში Brembo-ს მუხრუჭებს და Recaro-ს სავარძლებს მაინც ნახავდით, ეს ყველაფერი მის განსხვავებულ სტილზე ხაზს უსვამდა.

Peugeot 406 Coupe: review, history, prices and specs | evo

გაზიარება: