Aa Aa
22 სექტემბერი 2022  |  10:19

ფორმულა 1-ის 2023 წლის კალენდარში 24 რბოლა იქნება

რეკორდული 24 რბოლა!

ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონში რეკორდული რაოდენობის 24 რბოლა გაიმართება. ერთით მეტი, ვიდრე 2022 წლის სეზონში. 24-დან სამი რბოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება. შტატებში ამ ავტოსპორტის პოპულარობა დღითი დღე იზრდება.

2023 წლის კალენდარს ლას ვეგასის გრან პრი დაემატა. საინტერესო ისაა, რომ გრან პრი შაბათს გაიმართება და არა კვირას. ეს იქნება ღამის რბოლა, რომელიც შესანიშნავ სანახაობას გვპირდება.

ახალ კალენდარში პანდემიის შემდეგ ჩინეთის გრან პრი გვიბრუნდება. ბრუნდება კატარის გრან პრიც.

კალენდარში ვერ მოხვდა საფრანგეთის გრან პრი, თუმცა, მომავალში მის დაბრუნებას უნდა ველოდოთ.

ფორმულა 1-ის 2023 წლის კალენდარი:

  • 5 მარტი - ბაჰრეინის გრან პრი
  • 19 მარტი - საუდის არაბეთის გრან პრი
  • 2 აპრილი - ავსტრალიის გრან პრი
  • 16 აპრილი - ჩინეთის გრან პრი
  • 30 აპრილი - აზერბაიჯანის გრან პრი
  • 7 მაისი - მაიამის გრან პრი
  • 21 მაისი - ემილია რომანიას გრან პრი
  • 28 მაისი - მონაკოს გრან პრი
  • 6 ივნისი - ესპანეთის გრან პრი
  • 18 ივნისი - კანადის გრან პრი
  • 2 ივლისი - ავსტრიის გრან პრი
  • 9 ივლისი - ბრიტანეთის გრან პრი
  • 23 ივლისი - უნგრეთის გრან პრი
  • 30 ივლისი - ბელგიის გრან პრი
  • 27 აგვისტო - ნიდერლანდების გრან პრი
  • 3 სექტემბერი - იტალიის გრან პრი
  • 17 სექტემბერი - სინგაპურის გრან პრი
  • 24 სექტემბერი - იაპონიის გრან პრი
  • 8 ოქტომბერი - კატარის გრან პრი
  • 22 ოქტომბერი  - შეერთებული შტატების გრან პრი
  • 29 ოქტომბერი - მექსიკის გრან პრი
  • 5 ნოემბერი - ბრაზილიის გრან პრი
  • 18 ნოემბერი - ლას ვეგასის გრან პრი
  • 26 ნოემბერი - აბუ დაბის გრან პრი

გაზიარება: