Aa Aa
24 აპრილი 2023  |  10:22

არის თუ არა ეს დაზიანება საბედისწერო ყვითელი Ferrari 512TR-ისთვის?

არსებობს შანსი, რომ Ferrari 512 TR-ის 4.9-ლიტრიანი ოპოზიტური 12-ცილინდრიანი ძრავა გადარჩეს.

„ფერარის“ ნებისმიერ ნაავარიები მოდელის ნახვა რთული სანახავია. თუმცა, ეს 1992 წლის Ferrari 512TR-ი ისეა დამტვრეული, რომ ის ნებისმიერ ზრდასრულ მოყვარულს ცრემლს მოჰგვრის.

ეს ყვითელი ფერის 512TR-ი IAAI-ის აუქციონზეა გასაყიდად გამოტანილი. მანქანას სერიოზული დაზიანება აქვს. მაღალი ალბათობით, ის შეკეთებასაც არ ექვემდებარება. ავტომობილი მგზავრის მხარესაა დაზიანებული. სავარაუდოდ, მძღოლს მანქანა მოუცურდა, საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და ხეს ან ბოძს შეასკდა.


IAAI-ის აუქციონი, აუქციონების სხვა სახლების მსგავსად, დეტალურ ინფორმაციას არ გვაწვდის. თუმცა, სურათებში ჩანს, რომ დაზიანება ფრთებზეც და კაპოტზეცაა. დამტვრეულია წინა და უკანა საქარე მინა.

ჩვენი ეჭვით, მგზავრის მხარეს არსებული დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ ავტომობილის შასი დეფორმირებული იქნება. სამწუხაროდ, სალონში შეტანილი შასის ნაწილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი შეკეთება ან გამოსწორება დროის და ფინანსების ტყუილი კარგვა იქნება. თუმცა, შესაძლოა, 512 TR-ის 4.9-ლიტრიანი ატმოსფერული 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა გადარჩა. ეს აგრეგატი 422 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და საოცარი ჟღერადობისაა. მაღალი ალბათობით ის კარგ მდგომარეობაშია, რადგან ოდომეტრზე 25 000 მილია გამოსახული (40 000 კმ) ძრავა 5-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული.


გარდა ამისა, სათადარიგო ნაწილებად გამოდგება ინტერიერის ისეთი დეტალები, როგორიცაა: მძღოლის სავარძელი, საჭე, მაჩვენებელთა დაფა და სხვა.

რა ავტომობილში გადაიტანდით 512TR-ის ძალოვან აგრეგატს?

გაზიარება: