Aa Aa
3 ივლისი 2023  |  10:27

Ferrari SF90 XX Stradale-ს და Spider-ს ახლა 1,016 ცხენის ძალა აქვს

Ferrari SF90 XX Stradale-ს მხოლოდ 799, Spider-ს კი 599 ეგზემპლარად ააწყობს.

Ferrari-ს ყველა წინა XX მხოლოდ სარბოლო ტრასებისთვის იყო განკუთვნილი. ახლა კი SF90 XX Stradale-ს და  SF90 XX Spider-ის შემთხვევაში ასე არ მოხდება. ამ გაძლიერებულ მოდელებს კლიენტები საყოველთაო გზებზეც გამოიყენებენ. თუმცა, Ferrari ამ ავტომობილებს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს.

ორივე მოდელს 4.0-ლიტრიანი ტვინ ტურბო V8 ძრავა აქვს, რომელიც 3 ელექტრო მოტორთან ერთად მუშაობს. ორი მოტორი წინა ღერძზეა მოთავსებული, ერთი ძრავასა და ტრანსმისიას შორის. სტანდარტულ SF90 Stradale-ს 986 ცხენის ძალა ჰქონდა. ამ ვერსიებს კი 1 016 ექნება. შიგაწვის V8 ძრავა ცალკე 786 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მხოლოდ ელექტრო მოტორების გამოყენებით, ავტომობილებს 25 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. ამ დროს მაქსიმალური სიჩქარე 135კმ/სთ-ია.

ორივე მოდელი 100კმ/სთ-მდე 2.3 წამში აღწევს.  მაქსიმალური სიჩქარე - 320კმ/სთ.

SF90 XX Stradale უფრო აგრესიულად გამოიყურება, ვიდრე სტანდარტული მოდელი. წინ უფრო დიდი ზომის სპლიტერია. კაპოტზე მეტი აეროდნამიკული ელემენტია.

სახურავის უკან ძრავის საფარზე ორი ჰაერის შემწოვია დამატებული. სულ ბოლოში კი დიდი ფრთაა დაყენებული. Ferrari-ს თქმით, ეს ერთადერთი საყოველთაო გზებზე დაშვებული მოდელია, F50-ის შემდეგ, რომელსაც ფრთა ქარხნულად აქვს.

სალონში მინიმალური ცვლილებებია. SF90 XX ინსტრუმენტთა დაფა ალკანტარათია დაფარული. სიჩქარეების გადამრთველი ცოტათი წინაა მოთავსებული.

SF90 XX Spider-ი SF90 XX Stradale-ს იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ სახურავი 14 წამში ეხსნება.

გაზიარება: